Latest news
როდოსი: სასტუმროს რესტავრაციისთვის მიშენებული ხარაჩოები ჩამოინგრა და 20-ზე მეტი ავტომანქანა დააზიანა პოლიხნი: საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 არასრულწლოვანი დაშავდა დღეიდან ატმოსფეროში თბილი ჰაერის მასების შემოდინება დაიწყება საზარელი შემთხვევა ზოღრაფუზე - წყვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ვორიდის: არალეგალმა ემიგრანტებმა უნდა გააცნობიერონ რომ მათთვის საბერძნეთის კარი ღია არ არის კატო ახაია: 2 თვის ჩვილს მენინგიტი დაუდგინდა - პაციენტის მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება სალონიკი: დააკავეს 46 წლის ტაქსის მძღოლი, რომელმაც აეროპორტიდან 57 წლის მგზავრის ჩანთა მოიპარა სავარაუდოდ გულმა დაარტყა - განაცხადა 45 წლის კაცის შვილმა, რომელიც ათენის ცენტრში გარდაცვლილი იპოვეს პისპირინგუს ადვოკატი აცხადებს, რომ ჭორები, რომლებიც დაკავებულის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით... დაკავებული ციხის ოფიცერს თავს დაესხა და ყელში დაჭრა
ხუთშაბათი, მარტი 20, 2025
საბერძნეთი

გავდოსი: სარაკინიკოს სანაპიროზე ნუდიზმი აიკრძალა- რას აცხადებს მერია

კუნძული გავდოსი თავისუფალი კემპინგისა და ნუდისტების სამოთხეა, თუმცა წელს პირველად სარაკინიკოს სანაპიროზე მუნიციპალიტეტმა განათავსა აბრა, სადაც აღნიშნულია: „ნუდიზმი აკრძალულია“, რასაც უკვე მოჰყვა მწვავე რეაქცია.

„კუნძულზე მოვდივართ, რომ თავი თავისუფლად ვიგრძნოთ ბუნებაში, ზედმეტი ნივთებისგან თავისუფლად და უცებ ვიგებთ ამ აკრძალვის შესახებ“ – წერდნენ  პროტესტის ნიშნად სოციალურ ქსელში ნუდისტები,როდესაც დაინახეს მუნიციპალური ნიშანი სანაპიროზე.

გავდოსის მერმა, ლილიან სტეფანაკიმ ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც მუნიციპალიტეტმა მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.

“ჩვენ გვქონდა მოთხოვნა კუნძულის როგორც ვიზიტორებისგან, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან, რომლებიც გვთხოვდნენ, აკრძალულიყო ნუდიზმი ამ ცენტრალურ სანაპიროზე, სადაც ბევრი ისეთი ადამიანი მოდის საბანაოდ, რომელთათვისაც მიუღებელია ეს ფაქტი და აწუხებთ შიშველი ადამიანების ხილვა. ჩვენ პატივისცემით და გაგებით მოვეკიდეთ თხოვნას და შემოვიღეთ აკრძალვა, რომელიც, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, არ ვრცელდება არცერთ სხვა პლაჟზე.”

კუნძულს, ქალბატონი სტეფანაკის თქმით, წელიწადში 15000-16000 ვიზიტორი ჰყავს, როგორც ბერძნები ასევე უცხოელები, ძირითადად იტალიელები, შვეიცარიელები, გერმანელები და მათი 70% თავისუფალი კემპინგის მიმდევარია.

გავდოსში განთავსებულია მხოლოდ 320 საწოლი და როგორც მერი ამბობს ისინი სეზონზე მუდმივად შევსებულია.

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *