Latest news
ნეოს კოზმოს: საცხობი ფერფლად იქცა ჩრდილოეთ მაკედონიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 პირი მძიმედ დაშავდა ექსპერტიზის შედეგად 21 წლის იოჰანის გარდაცვალების მიზეზი დადგინდა ტრაგედია კასტორიაში: მოხუცებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ავტოსაგზაო შემთხვევა კიფისოზე: 8 ავტომანქანის შეჯახების შედეგად 7 მგზავრი დაშავდა პოლიცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში - რა უნდა ვიცოდეთ  ამინდის უეცარი ცვლილება ორგანიზმზე შეიძლება ცუდად აისახოს მეტროსადგურ პერისოზე 21 წლის ბიჭი ძარცვის მცდელობისთვის დააკავეს სანაპიროებიდან ისევ მთიან კურორტებზე - ხვალიდან ტემპერატურა რადიკალურად იცვლება სამშაბათიდან ტემპერატურა საგრძნობლად იკლებს 
ორშაბათი, მარტი 17, 2025
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

გაზაფხული და შემდეგ… ზამთარი!

გაზაფხული და შემდეგ… ზამთარი!

გაზაფხულის ამინდებს კვლავ თოვლი, ჩრდილოეთის ქარი და სიცივე შეცვლის.

გაზაფხული პარასკევამდე შენარჩუნდება, შაბათ-კვირას კი, კვლავ დაგვიზამთრდება – რას ამბობენ სინოპტიკოსები?

პარასკევამდე  ატიკის რეგიონში ტემპერატურამ შესაძლოა 19-20 გრადუსს მიაღწიოს, თუმცა შაბათს, როგორც ჩანს, ტემპერატურა ისევ დაიკლებს და არც თოვლიანობაა გამორიცხული.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის დირექტორი თოდორის კოლიდასი ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობის შესახებ იუწყება, რომელიც ცივი მასების შემოჭრას მოჰყვება. EMY-ის თანახმად, ტემპერატურის ცვლილება თავდაპირველად, სტაბილური იქნება.  შაბათიდან კი, ის მკვეთრად   დაეცემა ჩრდილოეთ რეგიონებში.

შაბათს შუადღიდან  ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარები გაძლიერდება და ჩრდილოეთ ეგეოსის რაიონებში   8 ბოფორამდე იქროლებს, ხოლო  ქარი კვირას, ადგილობრივად 9 ბოფორს მიაღწევს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *