Latest news
2026 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტების სია უკვე გამოქვეყნდა სამუდამო პატიმრობა შეეფარდა 40 წლის კაცს, 13 წლის გოგონას არაერთგზის გაუპატიურებისთვის  ტაქსის მძღოლები გაფიცვას აგრძელებენ გამოძიება ვარაუდობს რომ 16 წლის ლორა პანეპისტიმიუპოლთან ახლოს არის საჯარო მოსმენაზე გამოტანილია ახალი კანონპროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს კოლექტიური ხელშეკრულებების გა... კარისტიანუ: პარტია ტემბის ტრაგედიას მანიპულაციის იარაღად არ აქცევს სიკინოსის მუნიციპალიტეტი 2026 წლიდან ყოველ ახალშობილზე 3 000 ევროს დახმარებას გასცემს კუნძული ნაქსოსი 2026 წლის მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სიაში მოხვდა სალონიკი: პაციენტმა ექიმს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ხელი ჰკრა 16 წლის ლორას ამ დრომდე ეძებენ
ხუთშაბათი, იანვარი 15, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

გათიშა კამერები, გაიკეთა ნიღაბი და საკუთარი დედამთილი გაძარცვა – მოკლა, რადგან ეგონა რომ ამოიცნო

გათიშა კამერები, გაიკეთა ნიღაბი და საკუთარი დედამთილი გაძარცვა – მოკლა, რადგან ეგონა რომ ამოიცნო

სრულიად სალამინა შეძრა 75 წლის ქალის მკვლელობის საქმემ, რომელიც საკუთარმა რძალმა გამოასალმა სიცოცხლეს.

აზარტული თამაშებით იყო გატაცებული 75 წლის ქალის მკვლელი, რომელიც გამუდმებით ვალების გასტუმრების მცდელობაში მუდმივად თანხის ძიებაში იყო.

მოკლული ქალების შვილებს უჭირთ დაჯერება, რომ მკვლელი მთელი ამ დროის განმავლობაში მათ გარემოცვაში ტრიალებდა.

თავიდანვე ვარაუდობდნენ ნათესავები, რომ ის, ვინც მკვლელობა ჩაიდინა, ფლობდა ინფორმაციას როგორც კამერებთან, ასევე სახლში შენახულ თანხასთან დაკავშირებით, მაგრამ მათთვის წარმოუდგენელი იყო, რომ მკვლელი 75 წლის ქალის რძალი აღმოჩნდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რძალმა თავადვე აღიარა, რომ თანხა სჭრიდებოდა სწორედ ამიტომ შეიჭრა დედამთილის სახლში ფანჯრიდან. 

75 წლის ქალი 31 ოქტომბერს, შუადღეს მოკლეს. ქალს თავის არეში მიაყენეს დაზიანება და სწორედ ეს გახდა სიკვდილის გამომწვევი მიზეზი. 

როგორც გამოძიების შედეგად დადგინდა დაკავებულს უკვე ჰქონდა 75 წლის ქალის ვალი, ამიტომ ვეღარ სთხოვა მას თანხა და გადაწყვირა გაეძარცვა. კარგად იცოდა სად ინახავდა თანხას და ძვირფასეულობასაც. თუმცა არ იცოდა, რომ ძარცვის დროს სახლში იქნებოდა სწორედ ამიტომ ჯერ თავში შუშის ბოთლი ჩაარტყა, შემდეგ კი დანით მიაყენა ჭრილობები. 

მოკლული სახლში 8 000 – 10 000 ევროს ოდენობის თანხას ინახავდა და სწორედ ეს გახდა მისთვის საბედისწერო დაზიანებების მიყენების მიზეზი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *