Latest news
კრეტა: ძლიერმა ქარმა კუნძულზე სათბურები მიწასთან გაასწორა სალონიკი: პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 33 წლის კაცი დააკავეს შთამბეჭდავი სანახავია თეთრად შემოსილი პელოპონისო და სალონიკის მთიანი ნაწილი ტაქსის მძღოლები დღესაც აგრძელებენ გაფიცვას კერნიკის ეროვნულ პარკში 23 მეტრის სიმაღლი 1074 წლის ხე დგას  21 იანვარი: უამინდობის ფენომენის გამო სასწავლო პროცესი ოფიციალურად შეწყდა ბარომეტრი საბერძეთის საზამთრო სეზონისთვის შეუფერებლად დაბალ ტემპერატურას აჩვენებს ტაქსის მძღოლები ისევ 48 საათიან გაფიცვას აცხადებენ ევია: დიდთოვლობის გამო დირფისის კურორტისკენ მიმავალ გზაზე 2 ახალგაზრდა გაიჭედა მოსწავლემ სკოლაში ხანძარი გააჩინა
ოთხშაბათი, იანვარი 21, 2026
საბერძნეთიUncategorized

გამოიწვევს თუ არა მარათონი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგის ცვლილებას

გამოიწვევს თუ არა მარათონი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგის ცვლილებას

ათენის რიგირთ 42-ე მარათონი 8 და 9 ნოემბერს გაიმართება, რომელშიც დაახლოებით 76 000 მორბენალი მიიღებს მონაწილეობას. მათგან 24 000 კი კვირას, 9 ნომებერს მარათონის კლასიკური საწყისიდან დაიწყებს სირბილს და პანათინაიკოსის სტადიონთან დაასრულებს.

აღნიშნული მარათონის ფარგლებში გადაიკეტება გზები და ამოქმედდება ცვლილებები საგზაო მოძრაობის წესებში 7 ნოემბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით.

უფრო კონკრეტულად კი მანქანების გაჩერება აიკრძალება შაბათს, 8 ნოემბერს დილის 06:00 საათიდან კვირას, 9 ნოემბერს 18:30 საათის ჩათვლით არხიმიდუს ქუჩაზე პლასტირას მოედნიდან მუსურუს ქუჩამდე. აღნიშნულ ქუჩაზე ასევე არ დაიშვება ავტომანქანებისა და ველოსიპედების გადაადგილება 8 ნოემბერს დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:30 საათამდე.

საგზაო მოძრაობის წესების ცვლილება გარდა ზემოთ აღნიშნული ტერიტორიისა შეეხება სრულიად ათენის ცენტრს და გავლენას იქონიებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგსა და მიმართულებებზეც.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *