Latest news
ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა ვიოლანდა: ქარხნის თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ ვიოლანდა: ქარხნის მფლობელს დაკითხვაზე გადაიყვანეს სისხლისგან იცლებოდა, მაგრამ გასაღებს მაინც არ მაძლევდა - აცხადებს 64 წლის კაცი, რომელმაც საკუთარ ძმა... ტაქსის მძღოლები 3 დღიან გაფიცვას აცხადებენ ქაოსი ქუთაისი-სალონიკის ფრენაზე იყო თუ არა ელექტრო ავტომანქანა, რომელსაც ეთნიკი ოდოსზე ცეცხლი გაუჩნდა თავისუფალი თეატრი 20 თებერვალს 24 საათით გაიფიცება არღირუპოლი: 22 წლის ბიჭი საავადმყოფოში სხეულის მძიმე დაზიანებებით მიიყვანეს დღეიდან ვიოლანდას მფლობელის მეორე ქარხანა Vitafree-ც დაიკეტება
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

გამოძიება ვარაუდობს რომ 16 წლის ლორა პანეპისტიმიუპოლთან ახლოს არის

გამოძიება ვარაუდობს რომ 16 წლის ლორა პანეპისტიმიუპოლთან ახლოს არის

უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს 16 წლის ლორას სამძებრო სამუშაოები. 

გოგონამ მობილური გამორთო და გააუქმა სოც.მედიის პლატფორმაზე არსებული ყველა პირადი გვერდი, რამაც კიდევ უფრო გაართულა სამართალდამცავი ორგანოებისთვის მის კვალზე მიყოლა. 

გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად გოგონა ათენში, ზოგრაფუზე უნდა იმყოფებოდეს. სამართალდამცავი ორგანოები ვარაუდობენ რომ ლორა პანეპისტიმიუპოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება. 

ვარაუდს ამყარებს სკოლის მოსწავლის ჩვენებაც, რომელმაც განაცხადა, რომ გაუჩინარებული გოგონა 2 დღის წინ სტუდენტურ საცხოვრებელთან ახლოს მდებარე სუპერ-მარკეტში დაინახა. 

მოწმე აცხადებს რომ გოგონასთან მივიდა, Amber Alert-ში ატვირთული ფოტოსურათი აჩვენა და ჰკითხა ის იყო თუ არა, რაზეც გოგონამ ინგლისურად უპასუხა და სწრაფად დატოვა სუპერ-მარკეტსი ტერიტორია. 

გოგონას საყიდლებით დატვირთული ჩანთები ეჭირა და მაღაზიიდან გაურკვეველი მიმართულებით ფეხით წავიდა. სწორედ ეს იწვევს ეჭვს, რომ გოგონა სტუდენტური საცხოვრებლის ტერიტორიაზე უნდა ცხოვრობდეს. 

შეგახსენებთ, რომ გოგონას ოფიციალურად 8 იანვრიდან ეძებენ. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *