გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებების თანახმად დორას მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი
გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებების თანახმად დორას მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი
30 წლის ბიჭი, რომელმაც ყოფილი პარტნიორი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა პოლიციამ სამშაბათს, 12 ნოემბერს, შუადღეს დააკავა.
დაკავებულმა დაკითხვის დროს განაცხადა, რომ დორას შეხვდა, ავტომანქანაში იჩხუბეს, ჩხუბის შედეგად განერვიულდა, იარაღი ამოიღო და ესროლა. დაკითხვის პროცესში დაკავებული ცდილობდა პროკურორი დაერწმუნებინა, რომ აფექტის ქვეშ იმყოფებოდა მაშინ, როცა ყოფილი პარტნიორი მოკლა, თუმცა გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებების თანახმად 30 წლის დამნაშავეს დორას მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი, განზრახული ჰქონდა.
დამნაშავემ მკვლელობის იარაღი მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე შეიძინა, იცოდა დორა სადაც მივიდოდა მანქანით, შესაბამისად მას ჩაუსაფრდა, როგორც კი დაინახა, რომ დორა მანქანას აჩერებდა მოულოდნელად მანქანაში ჩაუხტა და მალევე ყოფილი პარტნიორი სიცოცხლეს გამოასალმა.