განგაში ლარისას საქალაქთაშორისო ავტობუსში ბომბის არსებობის შესახებ უსაფუძვლო აღმოჩნდა
დაახლოებით 1,5 საათის შემდეგ უშიშროების სპეციალურმა ჯგუფმა დაასრულა შემოწმება ლარისას საქალაქთაშორისო ავტობუსში, მას შემდეგ რაც მასში ბომბის არსებობის შესახებ პოლიციაში ზარი შევიდა.
შემოწმების შედეგად ავტობუსში ბომბი ან რაიმე სხვა სახის ასაფეთქებელი საშუალება არ აღმოჩნდა.
ავტობუსი ათენი ლარისას მარშრუტს ასრულებდა და ათენის სადგურიდან დილის 7:30 საათზე გავიდა. განგაშის ზარის შემდეგ ავტობუსი პოლიციის ბრძანებით გააჩერეს და გზის პირას გადაიყვანეს შესამოწმებლად. ავტობუსში 34 მგზავრი იმყოფებოდა, რომლებიც შეშინებულები იქვე ელოდებოდნენ შემოწმების დასრულებას.
მგზავრების გადასაყვანად ადგილზე მეორე ავტობუსი მივიდა, თუმცა შემოწმება უკვე დასრულებული იყო და მარშრუტი ლარისამდე იგივე ავტობუსით გაგრძელდა.
Facebook Comments Box
