Latest news
მამა ანტონიოსს სააპელაციო სასამართლომ ბავშვებზე ძალადობისთვის 9.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა,... 20 თებერვლიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი ვარი: ელექტროშოკის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა ვიოლანდა: აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების ადვოკატი განცხადებას აქვეყნებს დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
საბერძნეთი

განგაში პატრაში ავტომანქანაში მარტო დატოვებული ორი წლის ბავშვის გამო

გავრცელებული ინფორმაციით  პატრაში, ერთ- ერთ ქუჩაზე განგაში შეიქმნა, რადგან გამვლელებმა იქვე გაჩერებულ ავტომანქანაში მარტო დატოვებული ბავშვი შენიშნეს.

როგორც შემდეგ გაირკვა,  ბავშვის მშობლები აფთიაქში შესასვლელად გაჩერდნენ და როდესაც მანქანიდან გადმოვიდნენ, გასაღები ბავშვთან ერთად მანქანაში დატოვეს, თუმცა კარის დახურვისას მანქანა ავტომატურად ჩაიკეტა.

წყვილი პანიკამ მოიცვა, რადგან მათი ორი წლის ბიჭი უკან, საბავშვო სავარძელში  იჯდა და შიგნიდან იყო ჩაკეტილი, თვითონ კი მანქანის გაღებას ვერ ახერხებდნენ.

სასწრაფოდ შეატყობინეს  სახანძრო- სამაშველო ბრიგადას, რომლებიც დაუყოვნებლივ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და  შეძლეს მანქანის გაღება.

საბედნიეროდ ბავშვს არაფერი დაშავებია და ის უვნებელი გამოიყვანეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *