განგაში რუსეთის აეროპორტში – თვითმფრინავმა საავარიო დაშვება განახორციელა
განგაში რუსეთის აეროპორტში – თვითმფრინავმა საავარიო დაშვება განახორციელა
ინტერნეტ სივრცე დაიპყრო ვიდეომ რომელიც ვრცელდება და სადაც ჩანს თუ როგორ ლოცულობენ მგზავრები როდესაც თვითმფრინავს მოულოდნელი დეკომპრესია დაეწყო.
ბორტზე მყოფი 111 ადამიანი ლოცულობდნენ და კიოდნენ, როდესაც Airbus A319-ის ეკიპაჟმა აფრენის შემდეგ დაკარგა სიმაღლე, რათა გაუმკლავდეს საგანგებო მდგომარეობას, რომელმაც იგი აიძულა ავარიული დაშვება მოემოქმედა.
შემზარავ კადრებში ჩანს ნიღბების დაცემა რუსეთის სახელმწიფო ავიახაზების თვითმფრინავში, რომელიც მიემგზავრებოდა სანკტ-პეტერბურგში. აღსანიშნავია რომ ეს უკვე მესამე შემთხვევაა აღნიშნულ ავიახაზებზე ბოლო სამი დღის განმავლობაში სადაც მოვლენები ამდაგვარად ვითარდება.
ერთ ერთმა მგზავრმა აღწერა შემზარავი მომენტი, როდესაც ნიღბები დაეცა ფრენიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ. ”თვითმფრინავი დიდი სიჩქარით ეცემოდა,” – თქვა მან. „ყველას მგზავრის ნიღბები მათ სახის წინ დაეცა“.
მეორემ მგზავრმა თქვა, რომ ყველა “სტრესულ მდგომარეობაში იყო” და აღნიშნა, რომ “ბავშვები ტიროდნენ და ქალები ლოცულობდნენ”.
მესამემ შეაქო ეკიპაჟი და თქვა: ”ეს ძალიან საშინელი იყო. მაგრამ ბორტგამცილებლები უშიშრები იყვნენ და მგზავრებისთბის გაღიმებულებს წყალი მოჰქონდათ“.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი “უსაფრთხოდ” დაბრუნდა იმავე აეროპორტში, საიდანაც აფრინდა, სადაც მას სახანძრო ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების მანქანები დახვდნენ.
რუსეთი საავიაციო ინციდენტების უპრეცედენტო ნაკადის შუაგულშია, გავრცელებული ინფორმაციით, დასავლური სანქციები აფერხებს თვითმფრინავების მომსახურებასა და ტექნიკურ სერვისებს, სათადარიგო ნაწილების მოპოვების პრობლემების გამო.
სულ რაღაც ერთი დღით ადრე, “მიკრო აფეთქებებმა” გამოიწვია ხანძარი Boeing 737 S7 თვითმფრინავის ორივე ძრავში, რომელიც მოსკოვში მიემგზავრებოდა ნოვოსიბირსკიდან.