განრისხებულმა მგზავრებმა კიკლადესის კუნძულებისკენ მიმავალ გემს პორტის დატოვებაში ხელი შეუშალეს
განრისხებულმა მგზავრებმა კიკლადესის კუნძულებისკენ მიმავალ გემს პორტის დატოვებაში ხელი შეუშალეს
ძლიერი ქარების გამო გუშინდელი კიკლადესის კუნძულებისკენ მიმავალი გემების მარშრუტების შესრულების აკრძალვის შემდეგ პირეას პორტში მყოფი ტურისტების განრისხება გამოიწვია გემის ეკიპაჟის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომლის თანახმადაც მგზავრებს გუშინდელი ბილეთების გადაცვლა დღევანდელ თარიღზე არ შეეძლოთ.
100-ზე მეტმა მგზავრმა, რომლებსაც ბილეთები ხელში ეჭირათ, დღესაც ვერ შეძლეს კიკლადესის კუნძულების მიმართულებით გამგზავრება, რადგან ბილეთებს ვერ ცვლიან. სწორედ ამიტომ გემის კატაპულტაზე შედგნენ და არ მისცეს უფლება პორტი დაეტოვებინა.
შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ სანაპირო დაცვის თანამშრომლები, რათა განრისხებული მგზავრები ჩამოეყვანათ კატაპულტიდან, რათა გემი დროულად გამგზავრებულიყო.
მგზავრებმა ერთ საათიანი ჩხუბის შემდეგ დატოვეს გემი, თუმცა პორტს არ ტოვებენ და აცხადებენ, რომ კომპანიისგან რეისის გაუქმების შემდეგ მიიღეს შეტყობინება, რომ შემდეგი რეისით გამგზავრება ბილეთების გადაცვლის გარეშე იქნებოდა შესაძლებელი, რაც, როგორც ჩანს, ტყუილი აჩმოჩნდა.
