განცხადებების მიღება საზაფხულო ვაუჩერების მოსაგებად 2025 წლის 18 მაისამდე გაგრძელდება
განცხადებების მიღება საზაფხულო ვაუჩერების მოსაგებად 2025 წლის 18 მაისამდე გაგრძელდება
მაღალი მოთხოვნის გამო საზოგადოებრივი ტურიზმის პროგრამაზე, რომელში მონაწილეობის შედეგადაც საბერძნეთის მაცხოვრებლები უფასოდ დასვენებას შეძლებენ, განცხადებების მიღების ვადამ 18 მაისამდე გადაიწია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა მოსახლეობას 7 მაისიდან შეუძლია. განცხადებები კეთდება ელექტრონული პლატფორმა gov.gr-იდან. დააჭირეთ ბმულს ან გადადით ლინკზე: https://www.gov.gr/ipiresies/ergasia-kai-asphalise/apozemioseis-kai-parokhes/parohoi-tourismou
თითოეული ვაუჩერი შეიცავს მფლობელისთვის მინიჭებულ პირად ნომერს, რომლითაც მის მფლობელს შეუძლია 6 ღამე გაატაროს მის მიერ არჩეულ სასტუმროს ნომერში, რომელსაც დასაქმების საჯარო სამსახურის რეესტრის განყოფილებასთან ერთად შეარჩევს. ამ შემთხვევაში ვაუჩერის მფლობელს სიმბოლური გადასახადის გადახდა უწევს.
სრულიად უფასო იქნება 10 ღამის გატარება კუნძულებზე: ლეროს, ლეზვოს, ხიოს, კოს, სამოს და როდოს, ხოლო ევიაზე, ევრუსა და თესალიაშ კი 12 ღამის.
აღნიშნული ვაუჩერები მოქმედებს როგორც ზაფხულის თვეებზე, ასევე საშობაო პერიოდზე 15/12/2025-14/01/2026 და სააღდგომო პერიოდზე 03/04/2026-19/04/2026.
შეგახსენებთ, რომ გარდა საცხოვრებელი სასტუმრობისა ვაუჩერები ფარავენ ასევე გემის ბილეთების საფასურსაც. ვაუჩერის გამოყენების შემთხვევაში მფლობელი მხოლოდ საფასურის 25% იხდის.
აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული პროგრამა უპირატესობას ანიჭებს მარტოხელა მშობლებს, შშმ პირებსა და მოქალაქეებს, რომლებსაც დაბალი შემოსავალი აქვთ.
