Latest news
ნეოს კოზმოს: საცხობი ფერფლად იქცა ჩრდილოეთ მაკედონიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 პირი მძიმედ დაშავდა ექსპერტიზის შედეგად 21 წლის იოჰანის გარდაცვალების მიზეზი დადგინდა ტრაგედია კასტორიაში: მოხუცებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ავტოსაგზაო შემთხვევა კიფისოზე: 8 ავტომანქანის შეჯახების შედეგად 7 მგზავრი დაშავდა პოლიცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში - რა უნდა ვიცოდეთ  ამინდის უეცარი ცვლილება ორგანიზმზე შეიძლება ცუდად აისახოს მეტროსადგურ პერისოზე 21 წლის ბიჭი ძარცვის მცდელობისთვის დააკავეს სანაპიროებიდან ისევ მთიან კურორტებზე - ხვალიდან ტემპერატურა რადიკალურად იცვლება სამშაბათიდან ტემპერატურა საგრძნობლად იკლებს 
ორშაბათი, მარტი 17, 2025
მსოფლიო

გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის წევრთა შორის იმყოფება პაკისტანელი მაგნატი თავის 19 წლის ვაჟთან ერთად

უახლესი ინფორმაციით, ცნობილი გახდა ტურისტული  წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის იმ ხუთი წევრის ვინაობა, რომელიც  კვირას, კანადის სამხრეთ- აღმოსავლეთ სანაპიროზე, დაღუპული ტიტანიკის ნამსხვრევების სანახავად ოკეანის ფსკერზე დაშვებისას გაუჩინარდა.

აღნიშნული წყალქვეშა მოგზაურობა დაიწყო კანადის ნიუფაუნდლენდიდან და უნდა დასრულებულიყო ტიტანიკის ნამსხვრევებთან, რომელიც ტურისტული მარშრუტის საწყისი ლოკაციიდან დაახლოებით 600 კილომეტრშია ჩაძირული.  დაღუპული გემის სანახავად ტურისტები ჩადიან ტიტანის ხუთკაციანი წყალქვეშა ნავით, რომლის 3800 მეტრამდე ჩაძირვას დაახლოებით 2 საათი სჭირდება.

ბორტზე მყოფთა შორის არიან  პაკისტანში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, 48 წლის შაჰზადა დაუდი და მისი 19 წლის ვაჟი სულეიმანი.

ამის შესახებ განცხადება თავად დაუდის ოჯახმა გააკეთა, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს ბრიტანეთთან.

ჰუსეინ დაუდი, შაჰზადას მამა არის Dawood Hercules Corporation-ის ხელმძღვანელი, რომელიც აწარმოებს ქიმიურ ნივთიერებებს და ოპერირებს სასუქების, საკვებისა და ენერგიის სფეროში.

წყალქვეშა ბორტზე ასევე იმყოფებიან ბრიტანელი მილიარდერი ჰამიშ ჰარტინგი, ფრანგი მკვლევარი პოლ ჰენრი ნარზოლე და ბორტის პილოტი- OceanGate Expedition-ის აღმასრულებელი დირექტორი სტოკტონ რაში.

ჰარტინგმა, რომელიც არის Action Aviation-ის თავმჯდომარე, კვირას სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა, რომ მონაწილეობას მიიღებდა OceanGate Expeditions-ის ჩაყვინთვაში. მისი განცხადებით აღნიშნული ჩაყვინთვა იქნებოდა პირველი და ერთადერთი პილოტირებული ჩაყვინთვა ტიტანიკზე 2023 წელს, რეგიონში არსებული არასასურველი მეტეოროლოგიური პირობების გამო.

ტურისტული წყალქვეშა ნავის ბორტზე მყოფი კიდევ ერთი ადამიანი, ფრანგი პოლ ჰენრი ნარზოლე, ერთ-ერთი მათგანია ლეგენდარულ მკვლევართაგან, რომელმაც 1980-იანი წლებიდან დაწყებული, 30 ჩაყვინთვა შეასრულა ტიტანიკზე.

და სტოკტონ რაში, OceanGate Inc.-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

სტოკტონ რაშმა გაიარა სპეციალური მომზადება და გახდა რეაქტიული ტრანსპორტის  მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა რეიტინგული პილოტი 19 წლის ასაკში.

OceanGate Inc-ის გარდა რაშმა  დააარსა არაკომერციული ორგანიზაცია OceanGate Foundation, რომელიც ემსახურება წყალქვეშა ტექნოლოგიების გამოყენებას ისტორიასა და არქეოლოგიაში ახალი აღმოჩენების გაკეთებისთვის.

ამ დროისთვის მათ გადასარჩენად წარმოებულ სამაშველო ოპერაციას ახორციელებს აშშ-ისა და კანადის სანაპირო დაცვა გემებისა და თვითმფრინავების დახმარებით. ძებნა მიმდინარეობს როგორც წყალქვეშ, ასევე ზღვის ზედაპირზე.

ნავზე არსებული  ჟანგბადის მარაგით წყალქვეშ ყოფნა მხოლოდ 96 საათის განმავლობაშია შესაძლებელი, თუმცა, გაურკვეველია, ნავი ჯერ ისევ ოკეანის სიღრმეში იმყოფება თუ ის ზედაპირზე ამოვიდა და რაიმე მიზეზით ვერ ახერხებს კომუნიკაციას.

აშშ-ს სანაპირო დაცვის უახლესი ინფორმაციის თანახმად, ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი ჟანგბადი სავარაუდოდ ხუთშაბათს, ნაშუადღევს ამოიწურება.

საერთაშორისო მედიის ცნობით, ტიტანის წყალქვეშა ნავთან კავშირი დაიკარგა მისი ორსაათიანი ჩაძირვის დაწყებიდან დაახლოებით  საათისა და 45 წუთის  შემდეგ, რაც ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ეს მოხდა ტიტანიკის ნამსხვრევების მახლობლად.

როგორც ისინი განმარტავენ, ტიტანის წყალქვეშა ნავი ყოველ 15 წუთში აგზავნის სიგნალს Polar Prince-ის ზედაპირულ ხომალდზე, უკანასკნელი სიგნალი კი დაფიქსირდა მაშინ, როდესაც წყალქვეშა ნავმა უკვე მიაღწია ჩაძირულ ტიტანიკამდე.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *