Latest news
დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები სუფთა ორშაბათას საბერძნეთის მოსახლეობა მშვიდად შეძლებს ფრანების აფრენას სოციალური ტურიზმი 2026: ვის ექნება შესაძლებლობა მიიღოს ვაუჩერი 12 უფასო დღე-ღამის გასატარებლად სასტუ... პენსიონერები საპროტესტო აქციას მართავენ ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

გაფრთხილება საბერძნეთში არსებულ 150 ისლამისტურ სამიზნეზე

საბერძნეთის პოლიცია გაძლიერებულ მზადყოფნაშია ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების და საბერძნეთში ისლამისტების მოსალოდნელი თავდასხმების საშიშროების გამო.

ბოლო 24 საათის განმავლობაში შედგენილი იქნა და გამოქვეყნდა ოფიციალური დოკუმენტების სერია, რომელშიც წარმოდგენილია გეგმა ქვეყნის მასშტაბით პრევენციული ხასიათის უსაფრთხოების ზომების მიღების შესახებ იმ 150 პუნქტზე და სამხედრო ობიექტებზე, რომლებზეც შესაძლოა განხორციელდეს ტერორისტული  თავდასხმა.

უშიშროების ორგანოების მიერ დასახელებულ იმ პუნქტებს შორის, რომლებიც განიხილება “უჩინარი” ფანატიკოსი ისლამისტების შესაძლო თავდასხმის სამიზნედ, მოხსენიებულია საბერძნეთის პარლამენტი და დასავლური დიპლომატიური მისიების ობიექტები აკროპოლის წმინდა კლდეზე, მეზობელი მუზეუმი, ასევე გამწვანებული დასასვენებელი ადგილები, როგორიცაა ეროვნული ბაღი, პედიონ ტუ არეოს და სხვა ხალხმრავალი პარკები დედაქალაქში. ამავე სიაში შედის ხალხმრავალი სავაჭრო ცენტრები, მეტროს ქსელის 67 სადგური,  ISAP და KTEL- ის სადგურები Liosion და Kifisos, ასევე სამხედრო და პოლიციის ობიექტები.

იმავე დოკუმენტებში გაცემულია ბრძანება სავალდებულო მუდმივი დაცვისა და გაძლიერებული მეთვალყურეობის განხორციელების შესახებ ებრაული სამიზნეების მინიმუმ 15 ობიექტზე (სინაგოგა, საელჩოები, კომპანიები, შეხვედრების ადგილები და ა.შ.). ასევე სკოლებზე და იმ  საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, სადაც სწავლობენ კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეები.

ზოგადი განგაშის მიუხედავად, უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია საბერძნეთის მიწაზე მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ და მიღებული უსაფრთხოების გაძლერებული ზომები მხოლოდ პრევენციულ ხასიათს ატარებს, თუმცა საბერძნეთის ხელისუფლების მობილიზებაზე მიუთითებს ასევე კონტროლი სოციალურ ქსელებში, რათა გამოავლინონ ის საეჭვო პოსტები, რომლებიც შეიცავს სიძულვილის ენას.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *