Latest news
მეტრო სადგური დაფნი, აღიოს იოანნის და ნეოს კოზმოსი დღესა 21:40 საათზე დაიკეტება 16 დეკემბერი: რატომ იფიცებიან საჯარო მოხელეები დღეიდან ათენის მოსახლეობა მობილურ ტელეფონებში სამგზავრო ბარათების მიმაგრებას შეძლებს პირეაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში თანამშრომლებმა ალკოჰოლური ნივთიერება 10 არასრულწლოვანს მიყიდეს გეგმიური სამუშაოების გამო მეტროს წითელი ხაზის 3 სადგური დროზე ადრე შეწყვეტს მუშაობას ხალკიდიკი: პოლიციის თანამშრომლები ქრთამის აღებისთვის დააკავეს ფერმერების ბლოკადა გრძელდება - რას ითხოვენ აქციის მონაწილეები კალამატაში შენობაზე გრაფიტით შესრულებული მარია კალასის პორტრეტი მსოფლიოში საუკეთესო <<ფრესკად>> დასა... 16 დეკემბერი: ვინ გაიფიცება ხვალ და იმოძრავებს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი  ვინ არის ბერძენი ესკოპარი, რომელიც ნარკოტიკებით სავსე გემის ფლობისთვის დააკავეს
ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025
საბერძნეთი

გემის ჩაძირვის შემდეგ ტრეფიკინგისთვის დაკავებულ ცხრა ეგვიპტელს ბრალი წაუყენეს

გასულ კვირას საბერძნეთის მახლობლად მიგრანტების გემის კატასტროფის შემდეგ, ტრეფიკინგისთვის დაკავებულ ცხრა ეგვიპტელს ბრალი წაუყენეს. ისინი სასამართლო პროცესამდე პატიმრობაში დარჩებიან.

ეჭვმიტანილები, რომლებიც გასულ კვირას კალამატას პორტში, კატასტროფის შემდეგ დააკავეს 20-დან 40 წლამდე ასაკის არიან და ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობა და კრიმინალური ორგანიზაციის შექმნა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მხოლოდ 104 ეგვიპტელი, პაკისტანელი, სირიელი და პალესტინელი მამაკაცი გადაურჩა ამ საშინელ ტრაგედიას, ნაპოვნია 82 გარდაცვლილის ცხედარი.

გადარჩენილების თქმით გემზე ასევე იმყოფებოდნენ ქალები და ბავშვები, რომლებიც გემის ტრიუმში იყვნენ ჩაკეტილები.

საბერძნეთის ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ აქვს მკაფიო წარმოდგენა, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა გემზე, როდესაც ის ჩაიძირა – შეფასებები მერყეობს 400-დან 700-მდე.

სამშაბათს საბერძნეთის საზღვაო ფლოტის ფრეგატი, საპატრულო ნავი და კიდევ ოთხი ხომალდი პელოპონესის ნახევარკუნძულის წყლებში, სადაც მიგრანტები გაუჩინარდნენ ჯერ კიდევ აწარმოებდნენ ძებნას, მაგრამ ტრაგედიიდან ერთი კვირის შემდეგ ცოცხალი ადამიანის პოვნის იმედი ძალიან მწირია.

კვლავ ჩნდება კითხვები იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა მეტის გაკეთება ამ ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად.

საბერძნეთის სანაპირო დაცვა კვლავ თავდაპირველ პოზიციაზე რჩება და აცხადებს, რომ იგი მოქმედებდა საზღვაო კანონმდებლობის შესაბამისად.

სანაპირო დაცვამ თავიდან თქვა, რომ ნავი იტალიისკენ სტაბილურ კურსზე იმყოფებოდა, ამიტომ არ ჩარეულა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ იგი ცდილობდა მიგრანტთა ნავის დახმარებას თოკის მიმაგრებით, მაგრამ  მიგრანტებმა დახმარებაზე უარი თქვეს.

უფლებადამცველთა ჯგუფები კი  ხაზს უსვამენ, რომ გადარჩენილთა ჩვენებები ეწინააღმდეგება სანაპირო დაცვის ვერსიას მოვლენების განვითარების შესახებ .

თავის მხრივ პაკისტანის ხელისუფლებამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ  გემის ჩაძირვის შემდეგ მათ დააკავეს შვიდი სავარაუდო საკვანძო ფიგურა ადამიანებით ვაჭრობის რგოლში.

პოლიციის განცხადებით რგოლი დაკავებული იყო პაკისტანელების ევროპაში არალეგალური გზით გადაყვანაში.

გარდა ამისა ბოლო რდენიმე დღის განმავლობაში პაკისტანში დააკავეს კიდევ ოცდაათი სხვა ეჭვმიტანილი, რომლებიც იკითხებოდნენ უკანონო მიგრაციის ხელშეწყობაში მონაწილეობისთვის.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *