Latest news
ხუთშაბათი, თებერვალი 13, 2025
კრიმინალისაბერძნეთი

გლიფადაში ბავშვის გატაცება სცადეს

გლიფადაში ბავშვის გატაცება სცადეს

ტელემაუწყებელი ΕΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არასრულწლოვანი, რომელიც სტადიონზე სათამაშოდ იყო გასული, ელოდებოდა დედას, რათა სახლში წასულიყო, როცა მას მისთვის უცნობი პირი მიუახლოვდა, სახელით მიმართა და უთხრა რომ დედამისი თავს შეუძლოდ გრძნობდა და სახლში თვითონ წაიყვანდა.

შეშინებული ბავშვი სტადიონზე შებრუნდა და მამას დაურეკა. მშობლებმა დაუყოვნებლივ გააკეთეს განაცხადი პოლიციაში და ბავშვმა მისცა ჩვენება და აღწერა დამნაშავე.

სტადიონის ადმინისტრაციამ საქმის კურსში ჩააყენა ყველა ბავშვის მშობელი, რომელიც აღნიშნულ სტადიონზე ვარჯიშობს, რათა თავიდან იქნეს არიდებული დამნაშავის მიერ სხვა ბავშვების შეცდომაში შეყვანა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *