გლიფადაში ხანძარი განზრახ გააჩინეს
გლიფადაში ხანძარი განზრახ გააჩინეს
“დრონებმა დააფიქსირეს პირველი კვამლი, ხოლო თერმულმა კამერებმა კი პირველი თერმული ცვლილება შემთხვევის ადგილზე. დაუყოვნებლივ მოხდა შესაბამისი დეპარტამენტის ინფორმირება და მყისიერი რეაგირება.” – აცხადებს ელინიკო-არღირუპოლის მუნიციპალიტეტის მერი იანნის კონსტანდატოსი ΕΡΤ-თან საუბრისას.
გადაცემა “Νewsroom”-ში საუბრისას კონსტანდატოსმა ხაზგასმით თქვა: “ხანძარი ტერფსითეას სტადიონზე გაჩნდა, არღირუპოლთან ახლოს. აშკარა იყო, რომ ადამიანის ხელი ერია ამ საქმეში, რადგან ტერიტორია ცეცხლის ალში მოულოდნელად გაეხვა.”
გლიფადას მაცხოვრებლების მიერ პოლიციაში შესულ საჩივარზე დაყრდნობით სამაართალდამცავმა ორგანოებმა 2 პირი დააკავა, რომელთაც 9 200 ევროს ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრათ ხანძრის განზრახ გაჩენის გამო.
ადგილობრივ მოსახლეობას ეჭვი, რომ ხანძარი განძრახ გააჩინეს, ცეცხლის დიდ ტერიტორიაზე უეცარმა აღმოცენებამ გამოიწვია.