გლიფადა: გარდაიცვალა 70 წლის ქალი, რომელსაც თავში ქვა უსახლკარომ ჩაარტყა
გლიფადა: გარდაიცვალა 70 წლის ქალი, რომელსაც თავში ქვა უსახლკარომ ჩაარტყა
ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე 70 წლის ქალმა, რომელიც ამ დრომდე გადიოდა მკურნალობას საავადმყოფოში 24 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ქალს 38 წლის უსახლკარომ გლიფადაში ქვა ჩაარტყა თავში.
ქალი დილით კატებისთვის საჭმლის დასაყრელად მარინაზე გავიდა, როცა მას უეცრად მიუახლოვდა უსახლკარო ქვით ხელში, თავის არეში დაზიანება მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.
გარდაცვლილის შვილმა prototheme.gr-თან საუბრისას განაცხადა: “როგორც ადგილობრივები აცხადებენ თავდამსმხელს ის ტერიტორია თავის სახლად მიაჩნდა, რადგან იქ სძინავს. შესაბამისად ვინც მაგ ტერიტორიას უახლოვდება მტრად მიიჩნევს და ცდილობს თავიდან მოიშოროს. ფსიქიკურად ავად არის, ამიტომ ყველაფერში და ყველაში საფრთხეს ხედავს. სწორედ ამ ფსიქიკური აშლილობის მსხვერპლი გახდა დედაჩემიც.”
თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 38 წლის კაცი 18-ჯერ არის გაქცეული ფსიქიატრიული კლინიკიდან.
