Latest news
სავარაუდოდ გულმა დაარტყა - განაცხადა 45 წლის კაცის შვილმა, რომელიც ათენის ცენტრში გარდაცვლილი იპოვეს პისპირინგუს ადვოკატი აცხადებს, რომ ჭორები, რომლებიც დაკავებულის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით... დაკავებული ციხის ოფიცერს თავს დაესხა და ყელში დაჭრა 25 მარტთან დაკავშირებით საბერძნეთის გზებზე გადაადგილებას საგზაო პოლიცია განსაკუთრებით გააკონტროლებს მომდევნო კვირიდან ტემპერატურა ისევ მოიმატებს ფთიოტიდა: ღორღოპოტამოსის ხიდზე კაცის ცხედარი იპოვეს ოთხშაბათი კვირის ყველაზე ცივ დღედ დასახელდა ათენი-კორინთოს ეროვნულ გზატკეცილზე მიმავალ სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა 9 აპრილს საჯარო მოხელეები გაიფიცებიან ორჯერ უვადო პატიმრობა მიესაჯა რულა პისპირინგუს, რომელიც საკუთარი შვილების მკვლელობაში ბრალდებულად სც...
ოთხშაბათი, მარტი 19, 2025
კრიმინალისაბერძნეთი

გლიფადა: სპორტული კლუბის პრეზიდენტი და დაცვა ბავშვის გატაცების მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებენ

გლიფადა: სპორტული კლუბის პრეზიდენტი და დაცვა ბავშვის გატაცების მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებენ

ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია გლიფადაში ბავშვის გატაცების მცდელობის შემთხვევამ.

ტელემაუწყებელი ΑΝΤ1-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეტყობინება, რომელიც მშობლებმა მიიღეს იყო შემდეგი: “ჩვენი ადგილობრივი გუნდის წევრი ერთ-ერთი ახალგაზრდას, რომელიც სკოლათშორის სტადიონის ტერიტორიიდან გავიდა, რათა დედამისისთვის გარეთ მოეცადა, გამოელაპარაკა შავებში ჩაცმული კაცი ღიაფერის თვალებით. აღნიშნულმა პირმა ბიჭს სახელით მიმართა და უთხრა, რომ დედა თავს შეუძლოდ გრძნობდა და ის წაიყვანდა სახლში. საბედნიეროდ ბავშვს შეეშნდა და სტადიონზე შემობრუნდა, საიდანაც მამას დაეკონტაქტა.”

სტადიონის დაცვამ განაცხადა, რომ აღნიშნული პიროვნება სტადიონთან მანქანით მივიდა: “ბავშს სახელით დაუძახა, თუმცა ჭჯვიანი ბიჭი მიუხვდა ეშმაკობას და სტადიონზე შებრუნდა. ჩენი ერთ-ერთი თანამშრომელი და სხვა სპორტსმენები გამოვიდნენ გარეთ რათა ენახათ ვინ ცდილობდა ბიჭის წაყვანას, მაგრამ აღნიშნული პირი უკვე გაუჩინარებული იყო ტერიტორიიდან.”

როგორც სპორტული კლუბის პრეზიდენტმა ნიკოს კარაბელასმა განაცხადა დამნაშავემ იცოდა, რომ ბავშვის მშობლებს შეაგვიანდებოდათ. მართლაც ბავშვმა ვარჯიში 20:00 საათზე დაასრულა და მშობლებისთვის ლოდინი 20:30 საათამდე მოუწია. სწორედ ამიტომ უთხრა არასრულწლოვანმა მწვრთნელს რომ მამა უკვე მოსული იქნებოდა და გარეთ გავიდა. თუმცა მალევე უკან შემობრუნდა შეშინებული და მწვრთნელს დეტალურად მოუყვა უცნობ მამაკაცთან საუბრის შესახებ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *