გუშინ სალამინასა და პოღონია ეტოლოაკარნანიაში 2 ადამიანი დაიხრჩო
გუშინ სალამინასა და პოღონია ეტოლოაკარნანიაში 2 ადამიანი დაიხრჩო
სალამინას სანაპირო დაცვას გუშინ შუადღეს აცნობეს, რომ 86 წლის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს წყლიდან.
დაშავებული დაუყოვნებლივ გადაიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სალამინას კლინიკაში, თუმცა ყველანაირი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა უკვე დაგვიანებული იყო, რადგან მოხუცებული გარდაცვლილი აღმოჩნდა.
გარდაცვლილის ცხედარს პირეას მორგში გადაიყვანენ, რომ ჩაუტარდეს ექსპერტიზა და დადგინდეს გარდაცვალების გამომწვევი მიზეზი.
სანაპიროს პოლიციამ დაიწყო წინასწარი გამოძიება მომხდართად დაკავშირებით.
აღნიშნული უბედური შემთხვევიდან რამდენიმე საათში კი 87 წლის ქალი ამოიყვანეს წყლიდან უგონო მდოგმარეობაში ეტოლოაკარნანიაში. გულწასულ ქალს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს, ხოლო შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში თუმცა ვერც მისი გადარჩენა ვერ შეძლეს ექიმებმა.