დააკავეს მძარცველი, რომელიც ადგილიდან მიმალვის მცდელობისას ტერასიდან გადავარდა
დააკავეს მძარცველი, რომელიც ადგილიდან მიმალვის მცდელობისას ტერასიდან გადავარდა
აღიონ ანარღიროში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ტერასიდან გადმოვარდა მძარცველი, რომელიც პოლიციელებისგან მიმალვას ცდილობდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 40 წლის პაკინსტანის მოქალაქე ბინის გასაძარცვად მახის კრიტისის ქუჩაზე მდებარე ბინაში 2 იანვარს ღამით შეიჭრა.
მძარცველი ბინის მეპატრონემ მალევე შენიშნა და პოლიცია გამოიძახა. მძარცველი სახლიდან გაიქცა, ტერასიდან გადახტა და ვარდნისას მარჯვენა ხელ-ფეხი მოიტეხა.
დაშავებული საავადმყოფოში პოლიციელებმა მიიყვანეს და ამ დრომდე მკურნალობას დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ გადის.
Facebook Comments Box
