დაბანასაც კი უკრძალავდა – მოწმის ამაღელვებელი ჩვენება მამაოს წინააღმდეგ, რომელიც მის მეუღლეზე 50 წლის განმავლობაში ძალადობდა
დაბანასაც კი უკრძალავდა – მოწმის ამაღელვებელი ჩვენება მამაოს წინააღმდეგ, რომელიც მის მეუღლეზე 50 წლის განმავლობაში ძალადობდა
74 წლის მამაოს წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით ოჯახური ძალადობის მუხლით ახალი დეტალები ვრცელდება.
74 წლის სასულიერო პირს ივლისში საკუთარმა შვილმა უჩივლა მუქარისა და სექსუალური შევიწროებისთვის, რომელიც ამ დრომდე ხანიას საავადმყოფოში გადის მკურნალობას.
გუშინ ღამით კი სასულიერო პირის მეუღლემაც დაწერა საჩივარი მამაოს წინააღმდეგ.
სულის შემძვრელია ჩვენება, რომელიც მამაოს მეუღლემ პოლიციას მისცა. ფოფოდიამ განაცხადა, რომ 14 წლის იყო როდესაც სასულიერო პირზე იქორწინა. მამაო ქორწინების დასაწყისიდანვე ავლენდა ძალადობრივ ხასიათს. 50 წლის განმავლობაში ბრალდებული მეუღლეზე ფიზიკურად, სექსუალურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ეჭვიანობის საფუძველზე მამაომ ფოფოდიას ზიარებაც კი აუკრძალა და ეუბნებოდა, რომ მის თვალში ცოდვილი იყო. ძალადობის მსხვერპლს აკრძალული ჰქონდა ბანაობა და ღამის საათებში ლოგინიდან ადგომაც კი.
ბრალდებული მეუღლეს უმოწყალოდ სცემდა და სთხოვდა რომ ეღიარებინა მისი ცოდვები.
მეზობლები აცხადებენ რომ მამაო მეუღლეს სცემდა, აშიშვლებდა და წვიმიან ამინდში გარეთ აგდებდა.
