დათვის ბელი მართა ტყეს დაუბრუნდა
დათვის ბელი მართა ტყეს დაუბრუნდა
მისთვის ბუნებრივ პირობებს დაუბრუნდა მართა, დათვის ბელი, რომელმაც გასული წლის თებერვალში შემთხვევის ეორდეას დასახლებაში, ერთ-ერთი მაცხოვრებლის ბაღში ამოყო თავი.
მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებელ ორგანოებს ძალისხმევა არ დაუშურებიათ დათვის ბელის დედის საპოვნელად, მისი პოვნა ვერ შეძლეს და სწორედ ასე გადაეცა მართა ორგანიზაცია ΑΡΚΤΟΥΡΟΥ-ს. დათვის ბელი მაქსიმალურად ადამიანებისგან იზოლირებულად გაზარდეს, რათა არ დაეკარგა მისი ბუნებრივი მახასიათებლები. ორგანიზაციის წარმომადგენლების თანახმად მართა ყოველთვის ველური ქცევებით გამოირჩეოდა და თავს არიდებდა მის მომვლელებს.
მართას პოვნიდან 1 წლის თავზე კი გადაწყდა, რომ მას უკვე დამოუკიდებლად შეუძლია გადარჩეს და დაუბრუნდეს მის ბუნებრივ მდგომარეობას. სწორედ ამიტომ ის ტყეში თავისუფლად გაუშვეს.
