დაკავებულია 22 წლის მამაკაცი ქვეყნის საზღვარზე არალეგალურად 7 პირის შემოყვანისთვის
დაკავებულია 22 წლის მამაკაცი ქვეყნის საზღვარზე არალეგალურად 7 პირის შემოყვანისთვის
თესალონიკში პოლიციამ 22 წლის სირიელი დააკავა, რომელმაც საბერძნეთის საზღვარზე არალეგალურად 7 ადამიანი შემოიყვანა.
პოლიციას თვალში მგზავრებით გადაჭედილი ავტომანქანა მოხვდა, რომელსაც დაკავებული მართავდა და ავტომანქანის მძღოლს შესამოწმებლად გაჩერებისკენ მოუწოდა. დაკავებული მოთხოვნას არ დაემორჩილა და მაღალი სიჩქარით განაგრძნო მოძრაობა, თუმცა პოლიციამ მისთვის გზის გადახერგვა შეძლო, რის შედეგადაც მანქანა გაჩერდა და მძღოლი დააკავეს.
მანქანის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მანქანაში შვიდი არალეგალი იმყოფებოდა. წარმოშობით სირიიდან და ერაყიდან. ივარაუდება, რომ დაკავებულმა აღნიშული 7 პირი ევროს გავლით შემოიყვანა საბერძნეთში, რაღათქმაუნდა გარკვეული საფასურის სანაცვლოდ.
Facebook Comments Box