დაკავებულია 31 წლის სუტინიორი
დაკავებულია 31 წლის სუტინიორი
პოლიციამ, ათენში, კვირას ღამით, მეტაქსურგიოზე 31 წლის სუტინიორი დააკავა, რომელსაც ბრალი ედება ასევე ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო ფლობა-ვაჭრობაში.
პოლიციამ დამნაშავე მაშინ დააკავა, როცა ოჯახური ძალადობის საქმეს იძიებდა, 31 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქე 2 ქალთან ერთად იმყოფებოდა სახლში. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება 2023 წლიდან ვაჭრობს ადამიანებით, კერძოდ კი ქალებს აიძულებს სხეულით ვაჭრობას.
მისი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ 3,9 გრამი მეტამფიტამინი, ელექტროშოკი, მესამე პირების პასპორტები და პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის განცხადება ამოიღო.
დაკავებულის სახლიდან ასევე ამოღებულია ხელნაწერები, რომლებშიც აღწერილია დღეები და საათები, როცა ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალები კლიენტებს უნდა შეხვედროდნენ.
Facebook Comments Box