დაკავებულია 74 წლის მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვანს ავტობუსში ვიდეოს უღებდა
დაკავებულია 74 წლის მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვანს ავტობუსში ვიდეოს უღებდა
პოლიციამ 74 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც კიფისიაში, ავტობუსში მყოფ არასრულწლოვან გოგონას ვიდეოს უღებდა.
ΕΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული შემთხვევა შაბათს საღამოს მოხდა, როცა 14 წლის გოგონა მის ასევე არასრულწლოვან ძმასთან ერთად იმყოფებოდა კიფისია-კრიონერისკენ მიმავალ ავტობუსში. გოგონას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და უსიამოვნო კომენტარების გაკეთება დაუწყო.
გოგონა მალევე მიხვდა, რომ ამ ადამიანის განზრახვა ცივილურ ნორმებს ცდებოდა და ეცადა გარიდებოდა. თუმცა დაინახა, რომ აღნიშულმა მამაკაცმა ტელეფონი ამოიღო და ფოტო-ვიდეოს გადაღება დაიწყო.
ბავშვებმა ავტობუსის მძღოლს შეატყობინეს აღნიშნული ფაქტის შესახებ. მძღოლმა სატრტანსპორტო საშუალება ეკალის ტერიტორიაზე გააჩერა, კარები ჩაჯეტა და პოლიცია გამოიძახა.
პოლიციამ 74 წლის მამაკაცი დააკავა და ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ტელეფონში აღმოაჩინა 39 წამიანი ვიდეო და 3 ფოტოსურათი სადაც არასრულწლოვანი გოგონას სხეულის ნაწილები იყო დაფიქსირებული.