Latest news
დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები სუფთა ორშაბათას საბერძნეთის მოსახლეობა მშვიდად შეძლებს ფრანების აფრენას სოციალური ტურიზმი 2026: ვის ექნება შესაძლებლობა მიიღოს ვაუჩერი 12 უფასო დღე-ღამის გასატარებლად სასტუ... პენსიონერები საპროტესტო აქციას მართავენ ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

დანაშაულთან ბრძოლის მიზნით ქვეყნის მასშტაბით პოლიციის ათობით ოპერაცი ჩატარდა

საბერნეთის პოლიციამ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით გააგრძელა მიზანმიმართული ქმედებები გაზრდილი კრიმინალური შემათხვევების  მქონე ადგილებში, რომლის შედეგადაც 11 სექტემბრიდან 11 ოქტომბრამდე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით მძიმე დანაშაულში ბრალდებული 4113 და წვრილმანი ხულიგნობისთვის 1632 პირი დააკავა.

საბერძნეთის პოლიცია, რაოდენობრივად და ხარისხობრივად, გულდასმით აანალიზებს დანაშაულებრივ და კრიმინალურ მონაცემებს მთელს ტერიტორიაზე, ახორციელებს რეორგანიზაციას, გეგმავს რეფორმას და ფოკუსირებას ახდენს მოქალაქეთა უსაფრთხოების დონის ამაღლებაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ამ კონტექსტში, პოლიცია მუდმივად ახორციელებს მიზანმიმართულ სპეცოპერაციულ ქმედებებსა და კონტროლს, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ ადგილებზე, სადაც შეინიშნება კრიმინალური ქცევის გახშირებული შემთხვევები.

გაზრდილი სამართალდარღვევის ადგილებში დანაშაულთან ბრძოლის სპეცოპერაციებში, 11 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით, დაკავებულ იქნა 4113, საიდანაც 1632 პირი ნარკოტიკების კანონმდებლობის დარღვევის, ქურდობის, მიმალვის და  იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე დააკავეს.

საბერძნეთის პოლიცია, დანაშაულთან და დანაშაულებრივ ქცევასთან გამკლავების გეგმის განხორციელების კონტექსტში და მოქალაქეების უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით, აგრძელებს ინტენსიურ შემოწმებებს, განსაკუთრებული აქცენტით იმ ადგილებზე, სადაც ფიქსირდება დანაშაულის მაჩვენებლების საგრძნობი ზრდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *