Latest news
ნეოს კოზმოს: საცხობი ფერფლად იქცა ჩრდილოეთ მაკედონიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 პირი მძიმედ დაშავდა ექსპერტიზის შედეგად 21 წლის იოჰანის გარდაცვალების მიზეზი დადგინდა ტრაგედია კასტორიაში: მოხუცებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ავტოსაგზაო შემთხვევა კიფისოზე: 8 ავტომანქანის შეჯახების შედეგად 7 მგზავრი დაშავდა პოლიცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში - რა უნდა ვიცოდეთ  ამინდის უეცარი ცვლილება ორგანიზმზე შეიძლება ცუდად აისახოს მეტროსადგურ პერისოზე 21 წლის ბიჭი ძარცვის მცდელობისთვის დააკავეს სანაპიროებიდან ისევ მთიან კურორტებზე - ხვალიდან ტემპერატურა რადიკალურად იცვლება სამშაბათიდან ტემპერატურა საგრძნობლად იკლებს 
ორშაბათი, მარტი 17, 2025
კრიმინალისაბერძნეთი

დანაშაული სალამინაში: მსხვერპლმა სახლი გამოიცვალა, პანიკის ღილაკი შეიძინა, მაგრამ მას მკვლელი მაინდ დაესხა თავს.

დანაშაული სალამინაში: მსხვერპლმა სახლი გამოიცვალა, პანიკის ღილაკი შეიძინა, მაგრამ მას მკვლელი მაინდ დაესხა თავს.

43 წლის ქალმა პარტნიორს ძალადობისთვის უჩივლა, მან პოლიციელების ყველა მითითება შეასრულა მაგრამ მოძალადეს თავი მაინც ვერ დააღწია.

შოკსა და ზიზღს იწვევს სალამინაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები. 43 წლის ქალი სამწუხაროდ მისივე დედამ გარდაცვლილი იპოვა სამშაბათს დილით მათ სახლში, ამპელაკიაში.

როგორც ცნობილი გახდა, 43 წლის ქალი შვილთან ერთად სალამინაში მამის სახლში იმალებოდა, რადგან ეშინოდა ყოფილი პარტნიორის, რომელის შესახებაც რამდენიმე დღის წინ, კონკრეტულად 2 დეკემბერს საჩივარი ჰქონდა შეტანილი ოჯახურ ძალადობაზე, ლანძღვაზე და გარკვეული საგნების მითვისებაზე.

პანიკის ღილაკი

კერძოდ, როგორც ქალმა პოლიციას შეატყობინა, 1 დეკემბრის ღამეს მისი პარტნიორი მამაკაცი მას თავს დაესხა, კერძოდ როგორც ქალი იუწყებოდა მამაკაცმა მას სიტყვიერი შეურაწყოფა მიაყენა, შემდეგ დაემუქრა და ხელითაც შეეხო, ბოლოს ქალს მობილური და მანქანა ქაართვა და გაუჩინარდა.

პოლიციამ მოძალადის დასაკავებლად ავტოფოროს ფარგლებში ძებნა გამოაცხადა, რომელიც 2023 წლის 2 დეკემბერს 23:59 საათზე დასრულდა რადგან დამნაშავის მოძიება ვერ შეძლეს და ამასობაში ავტოფოროს ფარგლებში დაკავების შესაძლებელი საათები გავიდა.

პოლიციამ 43 წლის ქალს ურჩია, აეღო პანიკის ღილაკი და საფრთხის შემთხვევაში გაეაქტიურებინა. გარდა ამისა, მათ მოუწოდეს, არ დაბრუნებულიყო იმ სახლში, სადაც ბრალდებულთან ერთად ცხოვრობდა, რასაც ქალი დათანხმდა. მან მიიღო პანიკის ღილაკი და თავის შვილთან ერთად, მამის სახლში გადასახლდა.

არსებული ინფორმაციიდან არ ჩანს, გაააქტიურა თუ არა 43 წლის ქალმა პანიკის ღილაკის აპლიკაცია.

მამაკაცი 2 დეკემბერს უშედეგოდ მოძებნეს როგორც საკუთარ სახლში, ასევე კუნძულის იმ ადგილებში, რომლებსაც იგი ხშირად სტუმრობდა.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მიასწო თუ არა მსხვერპლმა პანიკის ღილაკის აპლიკაციია გააქტიურება, ხოლო დამნაშავემ სავარაუდოდ კარაბინი გამოიყენა მის მოსაკლავად.

“მოკლა და თეთრეული გადააფარა”

როგორც მსხვერპლის მეზობელი აცხადებს, მან გაიგონა მსხვერპლის დედის შემზარავი კივილი და გაიქცა რომ ენახა თუ რა მოხდა. მისივე თქმით ცოტა ხნით ადრე მან სახლიდან გასროლა და შეძახილები გაიგო. როდესაც ის სახლში მივიდა დაინახა რომ უბედური ქალის სხეულს თეთრეული ჰქონდა გადაფარებული.

“ის თეთრეულით იყო გადაფარული”

„გამთენიისას, დაახლოებით 6:30 საათზე გავიგეთ სროლის ხმა, უბრალოდ რადგან ნადირობის სეზონია, ამ ფაქტს ყურადღება არ მივაქციეთ. ეს წყნარი უბანი და სოფელია. ყველაფერი მოგვიანებით გაირკვა, როდესაც მსხვერპლის დედა სახლში დაბრუნდა, კარი გააღო და საკუთარი შვილის ცხედარი დაინახა. მას პირისპირ ესროლეს. ხმები გავიგე და მის დასახმარებლად გავიქეცი, რადგან ქალი ნახევრად უგონო მდგომარეობაში იყო და ცხედარი მეც დავინახე. 8 და რაღაც წუთები იყო რომ გავიგონე ქალის ყვირილი „შვილო, შვილო“, გავიქეცი მეზობლის დასახმარებლად, ნებისმიერი ადამიანი ამას იზავდა. დავინახეთ, სამწუხაროდ, რომ ქალი გარდაცვლილი იყო. სისხლი არ დაგვინახავს, სისხლი არ ჩანდა, რადგან ტრამვა მუცელში იყო მიყენებული და სისხლი ზურგზე იყო. მისი სხეული თეთრეულით იყო დაფარული. ანუ მკვლელს იმდენი თავხედობა ჰქონდა, რომ წასვლის წინ თეთრეული გადააფარა“, – ამბობს დაზარალებულის მეზობელი და ხაზს უსვამს, რომ 43 წლის ქალის დედამ მკვლელობის დამნაშავედ პოლიციას მათ მიერ ძებნილ ყოფილ პარტნიორზე მიუთითა.

უბედური ქალი ბიჭის დედა იყო, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ფაქტობრივად, მკვლელობის დროს ბავშვი სახლიდან გასული იყო, რადგან ის სალამინას გარეთ სპეციალურ სკოლაში სწავლობს.

”მე მას ცოტათი ვიცნობდი, კარგად არა. მისი მუდმივი საცხოვრებელი აქ არ არის, ის სხვაგან ცხოვრობდა, მაგრამ რამდენიმე დღით იყო ჩამოსული. მისი დედა ყოფილ პარტნიოზე მიუთითებს. ჭორი გავრცელდა რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. დაზარალებულის შვილი, რადგან განსაკუთრებული საჭიროებები აქვს, ადრე მიდის, სალამისის გარეთ სპეციალურ სკოლაში, ამიტომ აქ არ იყო“, – ამბობს იგივე მეზობელი.

“თავის გადასარჩენად დედმამის სახლში იყო დამალული”

43 წლის მსხვერპლი მეგობარმა „ჩინებულ ქალად, რომელიც შვილს ღირსეულად ზრდიდა“ დაახასიათა.

„ღეორღიამ საკუთარი სახლი დატოვა და დედმამის სახლში წავიდა თავის გადასარჩენად, რადგან ვეღარ უძლებდა ამ ურჩხულის ძალადობას. ქალი თავის გადასარჩენად დასამალად იყო წასული და როგორც ჩანს, მკვლელმა ის მაინც აღმოაჩინა და მივიდა და მოკლა. ის იყო შესანიშნავი ქალი, რომელმაც ღირსეულად გაზარდა შვილი, ამ მკვლელმა მას სიცოცხლე წაართვა. მან საჩივარი შეიტანა პოლიციის განყოფილებაში, რადგან მიხვდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და ამიტომ დატოვა საკუთარი სახლი, მაგრამ სამწუხაროდ არ გაუმართლა“, – ამბობს მისი მეგობარი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *