დანა იმიტომ მქონდა რომ კირიაკის წინ თავი მომეკლა
დანა იმიტომ მქონდა რომ კირიაკის წინ თავი მომეკლა
39 წლის მამაკაცი ჩვენებაში აცხადებს რომ ახსოვს თუ საიდან აიღო იარაღი, რომლითაც 29 წლის კირიაკი მოკლა, თუმცა მკვლელობის მომენტს ვერ იხსენებს.
“არ მახსოვს არაფერი სასწრაფო დახმარების მანქანაში გაღვიძებამდე. დანა სახლიდან წამოვიღე, რომ საკუთარი თავი დამესახიჩრებინა მის თვალწინ. ადრეც გვიჩხუბია, მაგრამ ფიზიკური ძალადობის ფაქტების გარეშე. ადრეც მიმიღია წამლები და ნარკოტიკული ნივთიერებები და ვყოფილვარ ისეთ მდგომარეობაში, რომ ვერ ვიაზრებდე სად ვარ და რას ვაკეთებ” – აცხადებს 39 წლის მამაკაცი.
გამომძიებელმა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდომარეობის დასადგენად, ფსიქიატრითან გასაუბრება მოითხოვა. ბრალდებული გადაყვანილია კორიდალოსის ციხის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და ფსიქიატრიული დასკვნის შედეგად დადგინდება დარჩება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში თუ სასჯელს მოიხდის ციხეში.