Latest news
როდოსი: სასტუმროს რესტავრაციისთვის მიშენებული ხარაჩოები ჩამოინგრა და 20-ზე მეტი ავტომანქანა დააზიანა პოლიხნი: საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 არასრულწლოვანი დაშავდა დღეიდან ატმოსფეროში თბილი ჰაერის მასების შემოდინება დაიწყება საზარელი შემთხვევა ზოღრაფუზე - წყვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ვორიდის: არალეგალმა ემიგრანტებმა უნდა გააცნობიერონ რომ მათთვის საბერძნეთის კარი ღია არ არის კატო ახაია: 2 თვის ჩვილს მენინგიტი დაუდგინდა - პაციენტის მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება სალონიკი: დააკავეს 46 წლის ტაქსის მძღოლი, რომელმაც აეროპორტიდან 57 წლის მგზავრის ჩანთა მოიპარა სავარაუდოდ გულმა დაარტყა - განაცხადა 45 წლის კაცის შვილმა, რომელიც ათენის ცენტრში გარდაცვლილი იპოვეს პისპირინგუს ადვოკატი აცხადებს, რომ ჭორები, რომლებიც დაკავებულის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით... დაკავებული ციხის ოფიცერს თავს დაესხა და ყელში დაჭრა
ხუთშაბათი, მარტი 20, 2025
მსოფლიო

დანია: ბალტიის ზღვაში გემიდან შვილისა და დედის სასიკვდილო გადავარდნა შემთხვევითი არ ყოფილა, აცხადებს ხელისუფლება

გასულ კვირას, ბალტიის ზღვაში მცურავი გემიდან გადავარდნისას დედის და შვილის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, როგორც ოფიციალური წყაროები ადასტურებენ, დედის და შვილის სასიკვდილო გადავარდნა შემთხვევითი არ ყოფილა.

პირველადი ინფორმაციით, ბიჭი ზღვაში ჩავარდა და დედა გადახტა მის გადასარჩენად, მაგრამ გემზე უსაფრთხოების კამერების მიერ აღბეჭდილ კადრებში მოვლენების განვითარება არ შეესაბამება ამ ვერსიას.

დანიის ხელისუფლების მიერ ჩატარებული წინასწარი გამოძიების თანახმად, პოლონელი ქალისა და მისი 7 წლის ვაჟის გარდაცვალება გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც ისინი  შვედეთიდან პოლონეთში მიმავალი გემიდან გადავარდნენ ბალტიის ზღვაში, არ იყო უბედური შემთხვევა.

საქმეს დანიის ხელისუფლება იძიებს როგორც შესაძლო მკვლელობას!

„ჩვენმა გამოძიებამ ნათლად აჩვენა, რომ ეს არ იყო უბედური შემთხვევა“- განუცხადა ორშაბათს როიტერს დანიის საზღვაო შემთხვევების გამოძიების სამსახურის ხელმძღვანელმა.

“წინასწარმა გამოძიებამ შეაგროვა მტკიცებულებები ვიდეოჩანაწერებიდან, ფოტოებიდან და თვითმხილველებისგან, შვედეთის პოლიციამ გემზე მყოფ მგზავრებს მიმართა ინფორმაციის მისაღებად, რათა გაერკვიათ დეტალები, თუ როგორ მოხდა ტრაგედია.

შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენლისგან თავდაპირველად მივიღეთ ინფორმაცია, რომ ბავშვი დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლიდან ზღვაში გადავარდა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ორი ადამიანი იყო გადავარდნილი. ამ დროისთვის არსებული მასალების ანალიზით დასტურდება, რომ ეს არ იყო უბედური შემთხვევა- განაცხადა დანიის საზღვაო-სამაშველო ოპერაციების ხელმძღვანელმა.

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *