Latest news
სავარაუდოდ გულმა დაარტყა - განაცხადა 45 წლის კაცის შვილმა, რომელიც ათენის ცენტრში გარდაცვლილი იპოვეს პისპირინგუს ადვოკატი აცხადებს, რომ ჭორები, რომლებიც დაკავებულის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით... დაკავებული ციხის ოფიცერს თავს დაესხა და ყელში დაჭრა 25 მარტთან დაკავშირებით საბერძნეთის გზებზე გადაადგილებას საგზაო პოლიცია განსაკუთრებით გააკონტროლებს მომდევნო კვირიდან ტემპერატურა ისევ მოიმატებს ფთიოტიდა: ღორღოპოტამოსის ხიდზე კაცის ცხედარი იპოვეს ოთხშაბათი კვირის ყველაზე ცივ დღედ დასახელდა ათენი-კორინთოს ეროვნულ გზატკეცილზე მიმავალ სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა 9 აპრილს საჯარო მოხელეები გაიფიცებიან ორჯერ უვადო პატიმრობა მიესაჯა რულა პისპირინგუს, რომელიც საკუთარი შვილების მკვლელობაში ბრალდებულად სც...
ოთხშაბათი, მარტი 19, 2025
მსოფლიოშოუბიზნესი

56 წლის დანიელ ჯონ ვალტიერი სასამართლოში ირწმუნება რომ შაკირა მისი ცოლია

56 წლის დანიელ ჯონ ვალტიერი სასამართლოში ირწმუნება რომ შაკირა მისი ცოლია

ფლორიდის ხელისუფლებამ ორშაბათს, 8 იანვარს დააკავა 56 წლის მამაკაცი, სახელად დანიელ ჯონ ვალტიერი რომელსაც ბრალად ედება კოლუმბიელი პოპ ვარსკვლავის შაკირას თვალთვალი და შევიწროება.

მომღერალი 2023 წლის აპრილში, ჟერარ პიკესთან დაშორების შემდეგ, შვილებთან ერთად მაიამიში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ მათი იქ ყოფნა, როგორც ჩანს, ეპიზოდურია.

56 წლის მამაკაცი როგორც სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას გაირკვა ფლორიდის პოლიციელებმა იმ დროს დააკავეს როდესაც ის შაკირას საცხოვრებელ სახლში შეჭრას სცდილობდა. მამაკაცი, წარმოშობით ელ-პასოდან, ტექსასის შტატიდანაა და როგორც ჩანს მას ნამდვილად სჯერა რომ შაკირასთან ურთიერთობაში იმყოფება.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ ურთიერთობა ჰქონდა კოლუმბიელ მომღერალთან. ფრაგმენტები, რაც მან სასამართლოზე თქვა, ინტერნეტში გამოქვეყნდა და აჩვენებს, რომ მამაკაცი დაჟინებით ირწმუნება შაკირასთან “ურთიერთობას”.

შაკირას stalker-მა უარყო მოსამართლის მითითებები რომ თავი აერიდებინა მომღერალთან კონტაქტის მცდელობებისთვის და განაცხადა რომ კოლუმბიელი პოპ ვარსკვლავი მისი ცოლია, რამაც მოსამართლის აღშფოთება გამოიწვია და აიძულა იგი რომ გირაო გაეორმაგებინა.

კერძოდ მოსამართლეს უკვე ჰქონდა დაწესებული 50 000 დოლარი გირაოს სახით, მაგრამ ბრალდებულის პრეტენზიისა და დაჟინებული მტკიცების შემდეგ, რომ შაკირა მისი ცოლია და მას მუდმივად ესაუბრება, მოსამართლემ გირაო 100 000 დოლარამდე გაზარდა.

ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებით დაწესდა შემაკავებელი ზომები. მამაკაცს ეკრძალება ნებისმიერი სახის შეხება მომღერალთან, თუნდაც სოციალური მედიის საშუალებით. ის კვლავ უნდა გამოცხადდეს სასამართლოში. „არა ბატონო, ის თქვენი ცოლი არ არის. მე შევშფოთდი, რადგან ამ კაცს ჰალუცინაციები აქვს“, – აცხადებს მოსამართლე იმ ვიდეო ჩამაწერში რომელიც ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება.

მიუხედავად დაწესებული ზომებისა, სულ რაღაც ხუთი დღის შემდეგ 56 წლის მამაკაცი კვლავ დააკავეს. მომღერლის უსაფრთხოების ჯგუფმა ის მაიამი ბიჩში, მის სახლთან მიმდებარე ტერიტორიაზე იხილა. აღმაშფოთებელია ასევე ის ფაქტი რომ მამაკაცმა ინსტაგრამზე გაავრცელა პოსტი სადაც ტრაბახობდა რომ ის კვლავ შაკირას სახლთან იყო და რომ ვერანაირი ძალა მას ცოლისგან ვერ დააშორებდა.

ვალტიერი სამშაბათს კვლავ სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც მან განაცხადა, რომ ვერ შეასრულებდა ბრძანებას კოლუმბიელი მომღერლისგან შორს თავის დაკავების შესახებ, რამაც მისი ციხეში გადაყვანა გამოიწვია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *