დაფნი: 44 წლიც პაციენტი შუშის ნამსხვრევით მოკლა და მიიმალა
დაფნი: 44 წლიც პაციენტი შუშის ნამსხვრევით მოკლა და მიიმალა
დაფნიში მდებარე ფსიქიატრიულ კლინიკაში 44 წლის პაციენტი მოკლეს.
ქალი გამთენიის 04:00 საათზე 47 წლის კაცმა შუშის ნამსხვრევით მოკლა.
საბედისწეროა მკვლელობის ფაქტი, რადგან 47 წლის კაცი ფსიქიატრიულში გასული წლის ნოემბრის თვეში გადაიყვანეს სასამართლოს მიერ გაცემული განკარგულების საფუძველზე კერკირაზე ქალის ბასრი იარაღით მკვლელობის გამო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მსხვერლი კლინიკაში მკვლელობამდე ერთი დღით ადრე მიიყვანეს.
მკვლელობის შემდეგ ბოროტმოქმედი ოთახიდან გამოვიდა, მომსახურე პერსონალს დანაშაულის შესახებ უამბო და ადგილიდან მიიმალა.
ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დღეს დილიდანვე იმყოფებიან სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც აწარმოებენ გამოძიებას დამნაშავის ადგილსამყოფელის დასადგენად.
Facebook Comments Box