Latest news
ათენი-კორინთოს ეროვნულ გზატკეცილზე მიმავალ სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა 9 აპრილს საჯარო მოხელეები გაიფიცებიან ორჯერ უვადო პატიმრობა მიესაჯა რულა პისპირინგუს, რომელიც საკუთარი შვილების მკვლელობაში ბრალდებულად სც... არ ვიცით როდის დავკრძალავთ ჩვენს შვილს - ღამის კლუბში გაჩენილმა ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის 1... სალონიკი: ჩრდილეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრები საბერძნეთს მადლობის სათქმელად დ... ჩრდილოეთ მაკედონია: ხანძრის შედეგად დაშავებულები სალონიკის საავადმყოფოში გადიან მკურნალობას რატომ არის ღამის კლუბი ყველაზე საშიში შენობა ევაკუაციისთვის? ჩრდილოეთ მაკედონიაში მომხდარი ხანძარი 4 ყველაზე დიდ მომაკვდინებელ ხანძართა სიაში შევიდა დღეიდან ამინდი უარესდება - სად არის თოვლიანი ამინდი მოსალოდნელი ჩრდილოეთ მაკედონია: ღამის კლუბში მომხდარმა ხანძარმა 59 ახალგაზრდას სიცოცხლე იმსხვერპლა, 150 მძიმედ დ...
სამშაბათი, მარტი 18, 2025
საბერძნეთისაზოგადოება

დაშორების შემდეგ მამაკაცმა შურისძიების მიზნით ყოფილი პარტნიორის ძაღლი მოკლა

ბოლო რამდენიმე დღეა მიმდინარეობს დაპირისპირება წყვილს შორის, რომლებმაც საკმაოდ მტკივნეული გზით გადაწყვიტეს დაშორება, რასაც პოლიციაში და სასამრთლოში წარდგენილი მათი საჩივრების შინაარსი მოწმობს.

2023 წლის 23 სექტემბერს სეპოლიის მკვიდრი 40 წლის ქალი პოლიციაში გამოცხადდა და განაცხადა, რომ 21 სექტემბერს, დილის საათებში, გაურკვეველმა პირმა საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე მისი ბინის აივანზე, სადაც ის ორ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს, საკვებისა და შუშის ნამსხვრევებისგან დამზადებული ბურთულები მიზანმიმართულად  დაყარა, რომელიც შემდეგ მისმა შინაურმა პუდელმა შეჭამა.

მოზარდებმა დაინახეს, რომ ძაღლმა ბურთულები შეჭამა და მაშინვე შეატყობინეს დედას, მას შემდეგ რაც ძაღლი სასწრაფოდ ვეტერინართან წაიყვანეს.

ვეტერინარის გადაწყვეტილებით ძაღლი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო, მოათავსეს ატიკის ცხოველთა საავადმყოფოში შემდგომი გამოკვლევების ჩასატარებლად.

ექიმებმა აცნობეს შინაური ცხოველის პატრონს, რომ ვინც ეს საზარელი საქციელი ჩაიდინა, მისი განზრახვა ძაღლის მოკვლა იყო.

სარჩელში ქალი მიუთითებს მის 25 წლიან ურთიერთობაზე ყოფილ პარტნიორთან და როგორც ამბობს, ინციდენტამდე ორი დღით ადრე ისინი დაშორდნენ. ქალი ამტკიცებს, რომ სწორედ მისმა ყოფილმა პარტნიორმა დაყარა მის აივანზე საკვები ძაღლის მოსაკლავად.

როგორც სარჩელშია აღნიშნული, ძაღლის პატრონმა გამოიყენა მისი მეორე გასაღები და მალულად შევიდა თავისი ყოფილი პარტნიორის ბინაში, სადაც აბაზანაში და დერეფანში მინის ნატეხები იპოვა, რომელიც იდენტური იყო იმ ნამსხვრევებისა, რომელიც ძაღლმა საკვებში შერეული შეჭამა.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *