დედა, ყველაფერი კარგად იქნება, ნუ გეშინია – 18 წლის მარიოს გულისამაჩუყებელი სიტყვები ღვიძლის გადანერგვის ოპერაციამდე
დედა, ყველაფერი კარგად იქნება, ნუ გეშინია – 18 წლის მარიოს გულისამაჩუყებელი სიტყვები ღვიძლის გადანერგვის ოპერაციამდე
უკვე რამდენიმე საათია იტალიაში ჩაფრინდა 18 წლის მარიო დედასთან ერთად, რომელიც იშვიათი თანდაყოლილი დაავადებით დაიბადა და ტორინოს სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ეწვია.
მარიოს დედამ Facebook გვერდიდან მის მეგობრებს სამადლობელი პოსტით მიმართა და განაცხადა: “ჩემი შვილი ტორინოში იბრძოლებს ნორმალური ცხოვრების რითმში დაბრუნების შესაძლებლობის მოსაპოვებლად. როგორც თავად მითხრა საოპერაციოში შესვლამდე ყველაფერი კარგად იქნება: “დედა ნუ გეშინია! ყველაფერი კარგად იქნება.” არ არსებობს იმ მადლიერების გამომხატველი სიტყვები, რომელსაც თქვენს მიმართ ვგრძნობ. რომელსაც რიოს საავადმყოფოს ადმინისტრაციასა და ექიმების მიმართ განვიცდი. ჩემი მარიო მებრძოლია და აუცილებლად გაიმარჯვებს. სწორედ ის მაძლიერებს.”
