Latest news
პარასკევს, 21 მარტს 24 საათიანი გაფიცვა გამოცხადდა - ვინ მიიღებს მონაწილეობას გაფიცვაში როდოსი: სასტუმროს რესტავრაციისთვის მიშენებული ხარაჩოები ჩამოინგრა და 20-ზე მეტი ავტომანქანა დააზიანა პოლიხნი: საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 არასრულწლოვანი დაშავდა დღეიდან ატმოსფეროში თბილი ჰაერის მასების შემოდინება დაიწყება საზარელი შემთხვევა ზოღრაფუზე - წყვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ვორიდის: არალეგალმა ემიგრანტებმა უნდა გააცნობიერონ რომ მათთვის საბერძნეთის კარი ღია არ არის კატო ახაია: 2 თვის ჩვილს მენინგიტი დაუდგინდა - პაციენტის მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება სალონიკი: დააკავეს 46 წლის ტაქსის მძღოლი, რომელმაც აეროპორტიდან 57 წლის მგზავრის ჩანთა მოიპარა სავარაუდოდ გულმა დაარტყა - განაცხადა 45 წლის კაცის შვილმა, რომელიც ათენის ცენტრში გარდაცვლილი იპოვეს პისპირინგუს ადვოკატი აცხადებს, რომ ჭორები, რომლებიც დაკავებულის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით...
ხუთშაბათი, მარტი 20, 2025
მსოფლიოსაზოგადოება

დედის წარმოუდგენელი ქცევა, როდესაც შვილთან ერთად დათვის პირისპირ აღმოჩნდა

მექსიკელმა დედამ მამაცურად დაიცვა შვილი მას შემდეგ, რაც პიკნიკზე დათვი დაესხათ თავს და ბიჭის დაბადების დღისთვის გაშლილი სუფრა მთლიანად მოასუფთავა.

სილვია მაკიასი მეხიკოდან გაემგზავრა ქალაქ მონტერეის გარეუბანში ერთ-ერთ პარკში, რათა აღენიშნათ მისი დაუნის სინდრომის მქონე შვილის, სანტიაგოს დაბადების დღე, რომელიც 15 წლის გახდა.

მას შემდეგ, რაც პიკნიკის სუფრა გაშალეს და საჭმელად დასხდნენ, დათვი გამოჩნდა და გაშლილ სუფრასთან მოლხენა გადაწყვიტა. დედის მეგობრის, ანგელა ჩაპას მიერ გადაღებულ ვიდეოში ნაჩვენებია ქალი, რომელიც მშვიდად ზის დათვის მახლობლად, შვილი უჭირავს და თვალებზე ხელს აფარებს. ამ გზით ის ცდილობს თავიდან აიცილოს ბავშვის მხრიდან რაიმე გაუთვალისწინებელი ქმედება,   რაც დათვმა შეიძლება გამოწვევად ჩათვალოს.

”ყველაზე ცუდი ის იქნებოდა,  რომ სანტიაგო შეშინდებოდა და მკვეთრი  რეაგირება ექნებოდა,”- განუცხადა დედამ Associated Press-ს ინტერვიუში ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ.

“სანტიაგოს ძალიან ეშინია ცხოველების. კატა თუ ძაღლი, ნებისმიერი ცხოველი მას ძალიან აშინებს. ამიტომაც ავაფარე თვალებზე, რადგან არ მინდოდა ეს დაენახა და ეყვირა ან გაქცეულიყო. მეშინოდა, რომ დათვს ამაზე ცუდი რეაქცია ექნებოდა“, – ამბობს ის ორშაბათს, 26 სექტემბერს მომხდარ ინციდენტზე.

და ასეც მოხდა: “სანტიაგო გაუნძრევლად დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ დათვი ჩვენთან ძალიან ახლოს იყო. ჩვენ გვესმოდა მისი ღრიალი, როცა ჭამდა, დათვის სუნი იგრძნობოდა. ის მართლაც, ძალიან ახლოს იყო.”

საბოლოოდ ცხოველი მათ მოშორდა და ყველაფერი კარგად დასრულდა. დედას „გმირად“ თვლიან, თუმცა ის ამბობს, რომ მან გააკეთა ის, რასაც ნებისმიერი დედა გააკეთებდა: „ვფიქრობ, მე უბრალოდ დედა ვარ, რომელიც თავის შვილს იცავდა.”

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *