დიდი ფასდაკლებები 28 ნოემბრიდან დაიწყება
დიდი ფასდაკლებები 28 ნოემბრიდან დაიწყება
სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები შავი პარასკევის ატმოსფეროს ნელ-ნელა ჰყვებიან და იწყებენ მზადებას 28 ნოემბრისთვის.
დიდ ფასდაკლებებს შეთავაზებების ახალი ტალღა მოაქვს მომხმარებლებისთვის როგორც ტანსაცმლის, ასევე ელექტრონულ მაღაზიებში.
მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები ნოემბრის დასაწყისიდან სთავაზობენ ფასდაკლებებს მომხმარებლებს, მთავარი ფასდაკლების დღედ 28 ნოემბერი ითვლება.
მომხმარებლებმა ამ პერიოდის განმავლოვაში უნდა “იშოფინგონ” გონივრულად: წინასწარ დაგეგმონ თუ სად წავლენ საყიდლებზე, შეადარონ ფასები ერთმანეთს და მიუდგნენ საყიდლებს სტრატეგიულად, რათა თავი დაიცვან მარკეტინგული მახეებისგან და მიიღონ რეალურად კარგი ფასდაკლებები.
ფასდაკლებების დროს აუცილებელია დავაკვირდეთ:
- ფასდაკლებების პერიოდს: მთავარი ფასდაკლებების დღე 28 ნოემბერია.
- Cyber Monday-ზეც, როცა მომხმარებლებს ელექტრონულად შეუძლიათ ფასდაკლებული ნივთების შეძენა, ასევე კარგი ფასდაკლებებია.
- ნუ იყიდით პირველივე შემხვედრ ნივთს გადაუმოწმებლად, რადგან ხშირად ფასი არც თუ ისე კარგია, როგორც მარკეტინგის დეპარტამენტს უნდა რომ გვაჩვენოს.
- სწორად შეარჩიეთ ფასდაკლებული ნივთები. ამ პერიოდში რეკომენდირებულია უფრო ტექნოლოგიის ყიდვა, ვიდრე ტანსაცმლის.
- ონლაინ შესყიდვების დროს კარგად გადაამოწმეთ მაღაზიის რეპუტაცია.
- თუ საჩუქრად ყიდულობთ რაიმეს შავ პარასკევს, გაითვალისწინეთ მოტანის დრო, რადგან ფასადკლებების დროს შეძენილი ნივთები, დიდი მოთხოვნის გამო, ხშირად 2 კვირაზე მეტსაც აგვიანებს.
- საყიდლების დასრულების შემდეგ შეინახეთ ქვითრები, შეძენის დამადასტურებელი იმეილები და სქრინშოთები, რომლებზეც პროდუქტის ფასდაკლებული ფასია მითითებული.
- გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაამოწმეთ ფასმა თუ მოიმატა, ან იკლო.
- გაითვალისწინეთ ფასდაკლებების დროს შეძენილი ნივთების მიბრუნების ვადები, რომლებიც ხშირად ჩვეულებრივისგან განსხვავდება.
Facebook Comments Box
