Latest news
განრისხებულმა ახალგაზრდამ ავტობუსის მძღოლს სახეში მუშტი ჩაარტყა - ჩხუბის მიზეზი ავტობუსის დაბალი სიჩ... ორეოკასტრო: 2 წლის ბავშვს რკინის ჭიშკარი დაეცა საბერძნეთი: ტემპერატრის მკვეთრი ვარდნა და ძლიერი ქარები ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მგზავრი მძიმედ დაშავდა რეთიმნო: კერძო სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ძაღლი დაიწვა პატრა: 10 წლის ბიჭი სახლში უკანონოდ შეჭრის მცდელობისას აივნიდან გადავარდა და მძიმედ დაშავდა ნავპლიო: ციხეში ატეხილი ჩხუბის შედეგად 5 პატიმარი დაშავდა მტრედმა პაციენტს საჭმელი შეუჭამა ძლიერმა წვიმამ ჰალკიდიკში გზები დატბორა პრაღა: ჯონ ლენონის კედლის დაარესების 45 წლისთავი სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება
სამშაბათი, აპრილი 29, 2025
საბერძნეთიდღესასწაულები

დიდი შაბათი – დუმილის დღე

დიდი შაბათი – დუმილის დღე

ვნების კვირის შაბათ დღეს პილატესთან მისულმა მღვდელმთავრებმა მისი ნებართვით დარაჯები მიუჩინეს ქრისტეს  გვამს, რომელიც მდიდარმა მოწაფემ იოსებ არიმათიელმა იესო კვართში შეახვია და კლდეში დაასვენა. იუდეაში რომის პროკურატორმა განკარგულება გასცა იესოს სამარხის კარი ამოექოლათ და გუშაგები დაეყენებინათ. შაბათს „შეიმუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი, ღაღადებდნენ ციური ძალნი: დიდება შენდა“ – ქრისტე ცად ამაღლდა. ამ დღეს მაცხოვარი სხეულით იმყოფებოდა საფლავში, ხოლო სულით ჩაბრძანდა ჯოჯოხეთში, შემუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი, გახსნა სამოთხის კარი და მართალთა სულები გადაიყვანა ჯოჯოხეთიდან სამოთხეში. 

ყველა ძალისხმევის მიუხედავად სამარხი კვირას ცარიელი აღმოჩნდა, რაც უდაოდ ქრისტეს ჭეშმარიტად აღდგომის მტკიცებულება გახდა.

დიდი შასბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და ბოლოს მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება.

დიდ შაბათს მართლმადიდებლურ ეკლესიებში განსაკუთრებული მსახურება ტარდება. განრიგით ისინი პარასკევს საღამოს იწყება, საეკლესიო მსახურება ამ დღეს ერთდროულად სამგლოვიარო და სადღესასწაულო ხასიათისაა, რადგან შაბათი ასრულებს ვნების კვირეულს და აღდგომის დასაწყისად გვევლინება.

ამ დღეს ტაძრებში ხდება გარდამოხსნის შემოტანერება ეკლესიის გარშემო, რის შემდეგაც მას შუა ტაძარში ასვენებენ. ეს რიტუალი მომასეავრბელია უფლის წმინა სხეულის გგადმოსვენებისა ჯვარცმის ადგილიდან მისთვის გამზადებულ საფლავში. სრულდება წირვა, ხოლო 23:00 საათზე დაიწყება შუაღამის ჟამნი. ღამის თევის მსახურება, რომელსაც მიებმევა 00:00 საათიდან წმ.იოანე ოქროპირის სადღესასწაულო წირვა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *