დიეგო მარადონა სიკვდილის შემდეგ უდანაშაულოდ ცნეს
დიეგო მარადონა სიკვდილის შემდეგ უდანაშაულოდ ცნეს
დიეგო მარადონა სიკვდილის შემდეგ უდანაშაულოდ ცნეს – ის იტალიაში გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებაში გაამართლეს.
მას ბრალი ედებოდა ლიხტენშტეინში მარიონეტული კომპანიების გამოყენებაში, რათა თავიდან აეცილებინა საგადასახადო დეკლარაციები ნაპოლიდან 1985-1990 წლებში მიღებული შემოსავლებიდან.
იტალიის უზენაესმა სასამართლომ სიკვდილის შემდეგ გაამართლა ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა. ამ გადაწყვეტილებამ წერტილი დაუსვა 30-წლიან სამართლებრივ ბრძოლას ნაპოლის გარდაცვლილ თავდამსხმელსა და ქვეყნის საგადასახადო ორგანოებს შორის რომლებიც მას გადასახადებიდან თავის არიდებას უჩიოდნენ.
კერძოდ “El Pibe de Oro” დაადანაშაულეს ლიხტენშტეინში მარიონეტული კომპანიების გამოყენებაში, რათა თავიდან აეციდებინა საგადასახადო დეკლარაციები ნაპოლიდან 1985-1990 წლებში მიღებულ შემოსავლებზე, რომლებიც მისი პირადი იმიჯის გამოყენების უფლებებთან იყო დაკავშირებული.
Fisco, la Cassazione dà ragione a Maradona – https://t.co/hXesCMj0ZE https://t.co/HfINnnE6aq pic.twitter.com/ScaIpL95uB
— ItaliaOggi (@ItaliaOggi) January 5, 2024
”დასრულდა და მე შემიძლია თამამად, ყოველგვარი შიშის გარეშე, განვაცხადო რომ მარადონას არასოდეს აურიდებია თავი სახელმწიფო გადასახდელებისთვის”, – განუცხადა მისმა ადვოკატმა ანჯელო პისანიმ Reuters-ს.
რომის სასამართლომ დეკემბრის შუა რიცხვებში გააუქმა 2018 წლის განაჩენი, ნათქვამია სასამართლო დოკუმენტში, რომელიც გამოქვეყნდა ოთხშაბათს (3/1).
მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა. არგენტინის ლეგენდის შემოსავლებთად დაკავშირებული გამოძიება დაიწყო 90 -იანი წლების დასაწყისში და გამოიწვია რამოდენიმე ბრალდება ოფიციალური გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით. იტალიის სახელმწიფომ ეს თანხა 37 მილიონ ევროდ შეაფასა და ფეხბურთელის ქონების ჩამორთმევა დაიწყო მისი იტალიაში ვიზიტების დროს.
ლეგენდის ადვოკატმა პისანმა დასძინა, რომ საბოლოო განაჩენი თუნდაც გამამართლებელი “უსამართლოა ფეხბურთის თაყვანისმცემლებისთვის, სპორტის ფასეულობებისთვის და უპირველეს ყოვლისა, მარადონას ხსოვნისთვის, თუმცა ასრულებს 30 წლიან სამართლებრივ ბრძოლას რომელსაც ფეხბურთელი მთელი ამ წლების განმავლობაში უძლებდა. ახლა მის მემკვიდრეებს აქვთ კანონიერი უფლება მოითხოვონ კომპენსაცია. ვიმედოვნებ, რომ ისინი ამას მოიმოქმედებენ, მათი მამის ხსოვნისთვის პატივისცემისთვის.”
