Latest news
კორინთო: გარდაცვლილი იპოვეს 26 წლის ბიჭი, რომელიც გლიფადიდან გაუჩინარდა რჩევები ფრანების სწორად ასაფრენად საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული კუნძულ ტინოსზე  რით ამაყობენ საბერძნეთის, იტალიის და თურქეთის მოქალაქეები მამა ანტონიოსს სააპელაციო სასამართლომ ბავშვებზე ძალადობისთვის 9.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა,... 20 თებერვლიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი ვარი: ელექტროშოკის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა ვიოლანდა: აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების ადვოკატი განცხადებას აქვეყნებს დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა...
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

დილესი: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 10 წლის ბავშვი მარტო გადაადგილდებოდა-დაკავებულია ორი პირი

ვიოტიაში, დილესში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 10 წლის ბავშვი შენიშნეს, რომელიც სასკოლო ავტობუსის მძღოლის და მისი თანმხლები ქალის დაუდევრობის გამო მარტო გადაადგილდებოდა ქუჩაში. როგორც აღმოჩნდა, ის თებეს სპეციალური სკოლის სასკოლო ავტობუსის მძღოლს და გამცილებელ ქალს ყურადღების მიღმა დარჩათ. გავრცელებული ინფორმაციით, სახლში დაბრუნებული ბავშვი ავტობუსიდან ჩასვლისას გაიქცა და საათების განმავლობაში მარტო გადაადგილდებოდა დილესის ქუჩებში.

როგორც მძღოლი, ასევე თანმხლები ქალი, პასუხისმგებლები არიან სპეციალურ სკოლაში მყოფი ბავშვების მშობლებისთვის გადაცემაზე, თუმცა აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში მათ თავიანთი მოვალეობა სათანადოდ არ შეუსრულებიათ.

გამოიკვეთა, რომ საკმაო დროით მარტო მყოფი ბავშვის ჯანმრთელობას შესაძლოა საფრთხე დამუქრებოდა, თუმცა გამვლელებმა ის შენიშნეს და პოლიციას აცნობეს. დაახლოებით შუადღის 2 საათზე პოლიციის თანამშრომლებმა ბავშვი იპოვეს და მშობლებს გადასცეს.

ავტობუსის მძღოლი და თანამგზავრი ქალი დააკავეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *