დიმიტრა მაცუკა ავტომანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო დააკავეს
დიმიტრა მაცუკა ავტომანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო დააკავეს
19 ნოემბერს ღამით ვულიაგმენში დააკავეს დიმიტრა მაცუკა ავტომანქანის საფრთხის შემცველი მართვის გამო.
ცნობილი მსახიობი იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და მანქანას მართავდა მართვის მოწმობის და სანომრე ნიშნების გარეშე.
პოლიციამ დიმიტრა მაცუკა ღამის 23:40 საათზე გააჩერა ათინას ქუჩაზე ვულიაგმენში.
სამართალდამცავი ორგანოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პოლიციამ მსახიობის გაჩერების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დააფიქსირა, რომ აღნიშნულ ქუჩაზე ნებადართული 50კმ/სთ-ს ნაცვლად 97კმ/სთ-ით გადაადგილდებოდა.
დაკავებულს მართვის მოწმობა 10 ოქტომბერს, ხოლო სანომრე ნიშნები 16 ნოემბერს ჩამოართვეს.
Facebook Comments Box
