დიმიტრი იკონომუმ შშმ პირებისკენ მიმართული უხეში განაცხადის გამო ბოდიში მოიხადა
დიმიტრი იკონომუმ შშმ პირებისკენ მიმართული უხეში განაცხადის გამო ბოდიში მოიხადა
დღეს დილით, ტელემაუწყებელ ΣΚΑΪ-ზე საუბრისას დიმიტრის იკონომუმ საჯარო ბოდიში მოიხადა და მიუღებელი უწოდა მისმიერ გაკეთებულ წინა განცხადებას შშმ პირებთან დაკავშირებით.
“წარმოითქვა წინადადება, რომელიც 100%-ით შეცდომა იყო, აზრი ამ ფორმით არ უნდა ჩამოყალიბებულიყო, რადგან ხელი შეუწყო იმ სტერეოტიპებს, რომლებიც უკავშირდება შშმ პირებისადმი არათანასწორ მიდგომას. ჟურნალისტიკას ვემსახურებით უკვე ათობით წელია და ვალდებულები ვართ მოვიხადოთ ბოდიში ჩვენი მხრიდან არასწორად წამოსული კომენტარის გამო, რომელიც სრულიად მიუღებელია.” – განაცხადა იკონომუმ.
შეგახსენებთ, რომ ორშაბათს ჟურნალისტმა ეს განაცხადი გააკეთა: “თუ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვს არ ჩავთვლით ასობით ადამიანი გაატარებს ინვალიდის ეტლზე სიცოცხლეს. წარმოიდგინე შენი თავი ეტლზე, შეიძლება უკეთესიც იყოს სული დალიო ასფალტზე, ვიდრე დილიდან საღამომდე იჯდე ეტლზე, ტყვესავით მიჯაჭვული. ამ ყველაფერს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვამბობ შშმ პირების მიმართ.”