დისკომფორტი საგარეუბნო სამგზავრო მატარებლებზე-შეფერხებები მართვის სისტემების გაუმართაობის გამო
ახარნონის რკინიგზის ცენტრის დისტანციური მართვის ქსელის სისტემების გაუმართაობის გამო, რომელიც ძაბვის სტაბილიზატორების დაზიანებამ გამოიწვია, ბოლო 24 საათის განმავლობაში პრობლემები შეიქმნა საგარეუბნო მატარებლების მიმოსვლასთან დაკავშირებით.
ატიკის რეგიონში რამდენიმე დღის წინ, ელვის დარტყმის შედეგად, დაზიანდა ცვლადი დენის სტაბილიზატორები, რომლებიც უზრუნველყოფენ მუდმივი დენის მიწოდებას დისტანციური მართვის პანელებზე, შედეგად ძაბვის გამუდმებულმა ცვალებადობამ მწყობრიდან გამოიყვანა სისტემები. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დისტანციური მართვის რამდენიმე დაფა დამწვარია და განახლებისთვის შესაბამისი შეკვეთა უკვე გაკეთებულია იტალიაში.
მანამდე დისტანციური მართვის პრობლემები, რაც იწვევს მარშრუტების გაუქმებას და საზოგადოებისთვის დისკომფორტს, გაგრძელდება როგორც საგარეუბნო, ისე მეტროს მარშრუტებზეც.
დისტანციური მართვის პრობლემები გუშინ გამწვავდა და დღეს დილითაც გაგრძელდა, რომელიც ვადაზე ადრე მოგვარდა. მანამდე აეროპორტის ხაზის ყველა მარშრუტი ფუნქციონირებდა მხოლოდ კანძა-მეტამორფოსს შორის.
ასევე დილის 8:00 საათზე ჩავარდა მეტროპოლიტენის ორი მარშრუტი აეროპორტის მიმართულებით და უკან ასევე დისტანციური მართვის პრობლემების გამო დუკისის პლაკენდია-აეროპორტის მონაკვეთზე.
ამავე მიზეზის გამო მატარებელი 1305 ანო ლიოსიიდან გავიდა 58 წუთის დაგვანებით, მატარებელი 1306 ათენიდან 45 წუთის დაგვანებით, ხოლო მატარებელი 882 ( ათენი-კალამბაკა) 61 წუთის დაგვანებით.