დრამაში 62 წლის მამაკაცის საკუთრებაში არსებული არქეოლოგიური განძი აღმოაჩინეს
დრამაში მცხოვრებ 62 წლის მამაკაცს ბრალად ედება მრავალი უძველესი ნივთის ფლობა. არქეოლოგიური საგანძური თესალონიკის უშიშროების და სიძველეთა დეპარტამენტის პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გამოვლინდა. 62 წლის მამაკაცი სასამართლოს წარმომადგენლის თანდასწრებით დააკავეს და პროკურატურაში გადაიყვანეს.
პოლიციის განცხადების თანახმად, მისი სახლის ეზოში აღმოაჩინეს სარკოფაგის საფარის ორი ნაწილი, რომელიც რომაულ პერიოდს განეკუთვნება, გვიანი ბიზანტიური პერიოდის ფილები და სხვა ფასდაუდებელი ღირებულების მქონე არქეოლოგიური ნაშთები.
აღნიშნული ობიექტები დრამას სიძველეთა სამმართველოს არქეოლოგმა გამოიკვლია და დაადგინა, რომ ისინი ექვემდებარება სიძველეების შესახებ კანონის დამცავ დებულებებს.
გარდა ამის ამავე ტერიტორიაზე აღმოჩენილია და ამოღებულია ნივთები, რომლებიც არქეოლოგის აზრით დამატებით კვლევას საჭიროებს.
