დღეიდან კვირის ბოლომდე უნალექო და მზიანი ამინდი საბერძნეთში
დღეიდან კვირის ბოლომდე უნალექო და მზიანი ამინდი საბერძნეთში
ატმოსფეროში ნალექის რაოდენობა იკლებს და ამინდი ეტაპობრივად გაუმჯობესდება სრულიად ქვეყნის მასშტაბით.
სინოპტიკოსი თოდორის კოლიდასის მიერ გაკეთებული ამინდის პროგნოზის თანახმად სამშაბათიდან, 9 დეკემბრიდან ამინდი ეტაპობრივ გაუმჯობესებას დაიწყებს. ატმოსფეროში ნალექის რაოდენობა იკლებს და მზეც გამოანათებს. მზიანი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება, დაუბერავენ 5-7 ბოფორი სიმძლავრის ქარები.
ატმოსფეროში ნალექის რაოდენობა დეკემბრის შუა რიცხვებიდან ისევ იმატებს, ხოლო ტემპერატურა კი სეზონისთვის შესაფერისი შენარჩუნდება.
Facebook Comments Box
