დღეიდან მეტროს მე-2 ხაზის გარკვეული სადგურები ჩვეულ დროზე ადრე დაიკეტება
დღეიდან მეტროს მე-2 ხაზის გარკვეული სადგურები ჩვეულ დროზე ადრე დაიკეტება
11 ნოემბრიდან მეტროს მეორე ხაზის გადაადგილების განრიგი იცვლება. აღნიშნული ცვლილებების მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია და ძალაში 12 დეკემბრამდე დარჩება.
ტექნიკურ სამუშაოებზე პასუხისმგებელი კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 11 ნომებრიდან 21:40 საათზე დაიკეტება შემდეგი მეტროსადგურები:
- Νέος Κόσμος (ნეოს კოზმოს)
- Άγιος Ιωάννης (აღიოს იოანნის)
- Δάφνη (დაფნი)
აღნიშნულ ხაზებზე გადაადგილების მსურველთათვის იმუშავებს ავტობუსი X13, რომელიც სიგრუ ფიქსიდან აღიოს დიმიტრიოსის სადგურამდე შეასრულებს მარშრუტებს.
Facebook Comments Box
