დღეიდან ტემპერატურა საგრძნობლად დაიკლებს
დღეიდან ტემპერატურა საგრძნობლად დაიკლებს
საბერძნეთის ეროვნულმა მეტეოროლოგიურიმა სადგურმა ამიდნის ცვლილებასთან დაკავშირებით საგანგებო პროგნოზი გამოაქვეყნა, სადაც საუბრობს რეგიონებზე, რომლებშიც ტემპერატურა რადიკალურად დაიკლებს.
მოსალოდნელია ქარიშხალი, სამხრეთ-აღმოსალეთ და ცენტრალურ ეგეოსის ზღვის კუნძულებზე დაუბერავენ 7-8 ბოფორის სიმძლავრის ქარები. ტემპერატურა კი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიკლებს.
მოსალოდნელია წვიმა და ღრუბლიანი ამინდი ცენტრალურ მაკედონიაში, თესალიაში, სპორადესზე, ევიაზე, ჩრდილოეთ პელოპონისოსა და კუნძული კრეტას ჩრდილოეთ ნაწილში. ტემპერატურა 5 გრადუსიდან 18 გრადუსამდე იმერყევებს საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, 9-დან 20 გრადუსამდე მოიმატებს ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში, ხოლო დასავლეთ საბერძნეთში კი 10 გრადუსიდან 22 გრადუსამდე იმერყევებს.
დედაქალაქში დილა ღრუბლიანი ამინდით დაიწყება, მოსალოდნელია ათენის ჩრდილოეთ ნაწილში ხანმოკლე წვიმაც. თუმცა საღამოს საათებიდან ამინდი გაუმჯობესდება, ტემპერატურა 12-დან 20 გრადუსამდე იმერყევებს და დაუბერავენ 4-6 ბოფორის სიმძლავრის ქარები.