დღეს და ხვალ efood-ის კურიერები 5 საათით გაიფიცებიან
დღეს და ხვალ efood-ის კურიერები 5 საათით გაიფიცებიან
Efood-ის კომპანიის თანამშრომელთა ასოციაციის განცხადების თანახმად კურიერები დღეს, 27 დეკემბერს და ხვალ 28 დეკემბერს 5-5 საათით გაიფიცებიან.
გაფიცვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 25 დეკემბერს მიიღეს და მთავარ მოთხოვნას efood-ის კურიერების კომპანიის თანამშრომლებად გაფორმება და ხელფასების მომატება წარმოადგენს. კურიერები ასევე ითხოვენ დაზღვევას და ზიანის ანაზღაურებას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მომხდარი ავარიების შემთხვევაში.
Facebook Comments Box