დღეს ლუნა პარკის მფლობელს, მის ცოლს და ატრაქციონის ზედამხედველს დაკითხავენ
დღეს ლუნა პარკის მფლობელს, მის ცოლს და ატრაქციონის ზედამხედველს დაკითხავენ
პოლიღიროსის პროკურორი დღეს ლუნა პარკის მფლობელს, მის მეუღლეს და ატრაქციონის ზედამხედველს დაკითხავს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პირებს ბრალი თანამონაწილეობით 19 წლის ბიჭის შესაძლო განზრახ მკვლელობაში ედებათ. 19 წლის ბიჭის სიცოცხლე ლუნა პარკში მდებარე ერთ-ერთი ატრაქციონის გაუმართავმა მექანიზმმა იმსხვერპლა 2024 წლის აგვისტოში.
დაკითხვას დაესწრება ექსპერტიც, რომელმაც დაადასტურა, რომ ატრაქციონის მექანიზმი გაუმართავი იყო და წარმოადგენდა საფრთხეს დამსვენებლებისთვის.
Facebook Comments Box