Latest news
მეტრო სადგური დაფნი, აღიოს იოანნის და ნეოს კოზმოსი დღესა 21:40 საათზე დაიკეტება 16 დეკემბერი: რატომ იფიცებიან საჯარო მოხელეები დღეიდან ათენის მოსახლეობა მობილურ ტელეფონებში სამგზავრო ბარათების მიმაგრებას შეძლებს პირეაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში თანამშრომლებმა ალკოჰოლური ნივთიერება 10 არასრულწლოვანს მიყიდეს გეგმიური სამუშაოების გამო მეტროს წითელი ხაზის 3 სადგური დროზე ადრე შეწყვეტს მუშაობას ხალკიდიკი: პოლიციის თანამშრომლები ქრთამის აღებისთვის დააკავეს ფერმერების ბლოკადა გრძელდება - რას ითხოვენ აქციის მონაწილეები კალამატაში შენობაზე გრაფიტით შესრულებული მარია კალასის პორტრეტი მსოფლიოში საუკეთესო <<ფრესკად>> დასა... 16 დეკემბერი: ვინ გაიფიცება ხვალ და იმოძრავებს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი  ვინ არის ბერძენი ესკოპარი, რომელიც ნარკოტიკებით სავსე გემის ფლობისთვის დააკავეს
ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025
საბერძნეთიUncategorized

დღეს მეტრო, ტრამვაი და ავტობუსები 24 საათიანი განრიგით სატესტო რეჟიმში გადაადგილდებიან

დღეს მეტრო, ტრამვაი და ავტობუსები 24 საათიანი განრიგით სატესტო რეჟიმში გადაადგილდებიან

დღეს მეტრო 24 საათიანი განრიგით ამუშავდება სატესტო რეჟიმში.

როგორც სატრანსპორტო სამინისტროს მინისტრის დროებითი მოვალეობის შემსრულებელმა, კოსტას კირანაკისმა ტელემაუწყებელ Open-თან საუბრისას განაცხადა, თუ სატესტო რეჟიმი ხარვეზების გარეშე ჩაივლის სექტემბრიდან ყოველ შაბათს მეტრო 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

“შაბათს მეტროს 24 საათიანი განრიგით გადაადგილების პირველი მცდელობა იქნება. მადლობას ვუხდი თანამშრომლებს, რომ იღებენ მონაწილეობას ამ ინიციატივაში. აუცილებლად დაჯილდოვდება თითოეული მათგანი. არსებობს სხვადასხვა გამოწვევები, რომლებიც შაბათობით მეტროს ხაზის  24 საათიან რეჟიმში მუშაობას უკავშირდება. გასულ 2 შაბათ დღეს უკვე მოხდა სატესტო რეჟიმში ვაგონების გადაადგილება მგზავრების გარეშე, ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. ვთვლი რომ 5 ივნისსაც ყველაფერი კარგად იქნება. მეტროსადგურებში იქნებიან პოლიციელები, რათა თვალყური ადევნონ მოვლენების განვითარებას. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის სექტემბრიდან მეტრო შაბათობით 24 საათიანი განრიგით ამუშავდება.” – აცხადებს კოსტას კირანაკისი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *