Latest news
რომის პაპის დაკრძალვას საბერძნეთის პრემიერ მინისტრი მეუღლესთან ერთად ესწრება ილია: ძმა დას ყელში სწვდა და მოკვლით დაემუქრა  5 000-ზე მეტი მეხი ჩამოვარდა კრეტასა და როდოსზე ყველგან თან დამყავდა.. მინდა უკან დამიბრუნდეს ჩემი პატარა გოგო - აცხადებს 13 წლის გოგონას დედა, რომლ... როგორ და რატომ წაეკიდა ცეცხლი პაციენტს ოპერაციის დროს  მიწის ნაკვეთების სავალდებულო დასუფთავების ვადამ 15 ივნისამდე გადაიწია სალონიკი: მეტროსთან უპატრონოდ დატოვებულმა ჩემოდანმა აურზაური გამოიწვია მერყევი ამინდი საბერძნეთის ტერიტორიაზე კვირამდე შენარჩუნდება სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ხანძარსაწინააღმდეგო ზომების მიღებას იწყებს - სახანძრო სამსახურებს ახალი... საპირველმაისოდ ქალაქის ცენტრში მსვლელობები იგეგმება
კვირა, აპრილი 27, 2025
საბერძნეთისაზოგადოება

დღეს პირველი აპრილია – რატომ ვამბობთ ტყუილს დღევანდელ დღეს – ისტორია და ტრადიციები

დღეს პირველი აპრილია – რატომ ვამბობთ ტყუილს დღევანდელ დღეს – ისტორია და ტრადიციები

დღეს პირველი აპრილია. ყვავილების თვემ ოფიციალურად შემოაბიჯა. გაზაფხულის მეორე თვემ ეს სახელი ლათინური ზმნისგან aperire მიიღო, რაც ნიშნავს “ვიხსნები”. გამომდინარე იქიდან რომ ამ ეს თვე ხეებისა და მცენარეების ყვავილობის თვეა და სწორედ ამიტომ მოირგო ეს სახელიც არაჩვეულებრივად.

1 აპრილის დამახასიათებელი ტრადიცია გულუბრყვილო ტყუილის თქმაა. ამ ტრადიციას ფესვები დასავლეთში აქვს და კერძოდ ძველ კელტებს უკავშირდება. კელტესელები ამ დღეს სათევზაოდ მიდიოდნენ ხოლმე, თუმცა თევზაობიდან ნადავლის გარეშე დაბრუნებულები იტყუებოდნენ და გამოგონილ ისტორებს ყვებოდნენ სახლში.

დიდ ბრიტანეთში მას, ვინც ხუმრობაზე წამოეგება, “აპრილის სულელს” (April fool) უწოდებენ. მაგრამ გასულელება მხოლოდ შუადღის 12 საათამდეა შესაძლებელი, ის, ვინც ამ დროს შემდეგაც შეეცდება ვინმეს მოტყუებას თავად ხდება “სულელი”.

იტალიაში, საფრანგეთში, ბელგიასა და კანადის ფრანგულენოვან რაიონებში არსებობს ტრადიცია, სახელწოდებით “აპრილის თევზი” (“Poisson d’Avril”), რომლის მიხედვითაც საჭიროა ადამიანს ზურგზე შეუმჩნევლად მიაკრა ქაღალდისგან გამოჭრილი თევზი. ამგვარი საპირველაპრილო თევზი ხშირად ფიგურირებდა XX საუკუნის ევროპაში 1 აპრილის მისალოც ბარათებზე.

შოტლანდიაში დაცინვის დღეს 1 და 2 აპრილს აღნიშნავენ. როგორც წესი, ამ დღეს სკამზე შეუმჩნევლად უდებენ ჭიკარტებს ან ჰაერით სავსე ბალიშს, რომელიც დაჯდომისას უხერხულ ხმას გამოსცემს…

მართლმადიდებელი ეკლესია საპირველაპრილო ოინებს აღდგომის დღესასწაულს უკავშირებს. ერთ-ერთი ვერსიით, ჯვარზე გაკრული მაცხოვრის აღდგომა სწორედ პირველ აპრილს მოხდა. მაშინ როცა მართლმადიდებლები ქრისტეს აღდგომას ზეიმობდნენ, პილატეს ბრძანებით, გავრცელდა ხმები, რომ ეს იყო საპირველაპრილო ხუმრობა. სწორედ ამიტომ, მართლმადიდებელი ეკლესია ამ ხუმრობას ცოდვად მიიჩნევს.

საბერძნეთში ივარაუდება, რომ ეს ტრადიცია ჯვაროსნების პერიოდს უკავშირდება. ტყუილის თქმა ბერძნებისთვის ბედნიერების დაცვას უკავშირდება. ეს ცრურწმენა კი იქიდან მოდის, რომ ტყუილის თქმით ხელი ეშლება ცუდ ენერგიას დააბრკოლოს ჩვენი წარმატებისა და ბედნიერებისკენ მიმავალი გზა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *