დღეს სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები 18:00 საათამდე ღია იქნება
დღეს სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები 18:00 საათამდე ღია იქნება
14 ივლისიდან დიდი საზაფხულო ფასდაკლებები დაიწყო.
საბერძნეთის სავაჭრო კორპორაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანხმად მომხმარებლები ფასდაკლებებით სარგებლობას 31 აგვისტომდე შეძლებენ.
მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები ფასდაკლების პერიოდის პირველ კვირა დღეს, 20 ივლისს ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ. სამუშაო საათები კი 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე გასტანს.
ეს არის არაჩვეულებრივი შესაძებლობა იმ ადამიანებისთვის, ვინც სამუშაო დღეებში საყიდლებზე გასვლას ვერ ახერხებს.
კანონმდებლობა მაღაზიების მეპატრონეებს ავალდებულებს პროდუქტზე მიუთითოს როგორც საწყისი, ასევე ფასდაკლებული ფასიც, რათა არ ჰქონდეს ადგილი მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას.
შეგახსენებთ, რომ ახალი რეგულაციების თანახმად სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები ვალდებულები არიან როგორც საწყისი ასევე ფასდაკლებული ფასი წარმოაჩინონ პროდუქტზე მომხმარებლების შეცდომაში შეყვანის თავიდან ასარიდებლად.
